"ბორჯომი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მიჰყიდა რუსებს 2013 წელს. ფრანგებს ან ამერიკელებს რატომ არ მიჰყიდა? - რომან გოცირიძე

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომის“ მიერ, წარმოების დროებით გაჩერებას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.
"ერთნი ამბობენ, “ბორჯომი” ჩამოვართვათო (ნაციონალიზაცია მოვახდინოთო), მეორენი-სახელმწიფომ გამოისყიდოსო, მესამენი-მესაკუთრემ
(დასანქცირებულმა რუსულმა კომპანიამ) კეთილი ინებოს და როგორც იყიდა ისე გაყიდოსო. კიდევ გაჩნდება ვერსიები. ისე, რომ ვიცოდეთ, ბორჯომი ნახევარი მილიარდი დოლარი ღირს.
ახლა გავიხსენოთ, მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად როგორ ურჩევდნენ ჯიბეგამოფხეკილ (ანუ ვალებზე ჩამოკიდებულ) მთავრობას, რომ თავად აეშინებინა ნამახვანჰესი (800 მილიონი დოლარი), ხუდონჰესი (ერთი მილიარდი დოლარი), ნენსკრაჰესი ( 1,2 მილიარდი დოლარი), მზისა და ქარის სადგურები, ანაკლია ( მხოლოდ პირველი ეტაპი 600 მილიონი დოლარი) და უამრავი სხვა რამ.
რა ვქნათ, რომ სანქციებშია მოყოლი “როსნეფტი” ( რომელიც ფლობს ფოთის ტერმინალს), “ინტერრაოს” ხელმძღვანელობა, რომელთაც ეკუთვის “თელასი”, ხრამის სადგურები, გადრდაბნის თბოსადგური. ვი-თი-ბი ბანკი რატომ არ გამოისყიდა( ჩამოართვა) მთავრობამ? იქაც ათასამდე ადამიანი დარჩება უმუშევარი. “ლუკოილს” რა ვუყოთ?
ილუზიებს ნუ მივეცემით-მთავრობას არ შეუძლია რაიმეს გამოსყიდვა, არც ფული აქვს და არც არავინ მიჰყიდის არასაბაზრო ფასებში.
ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ ჭეშმარიტებაში, რომ რუსეთთან ბიზნესურთიერობები სარისკოა და ადრე თუ გვიან პრობლემები სხვადასვა ფორმით იჩენს თავს.
რაც შეეხება “ბორჯომს”, ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მიჰყიდა რუსებს 2013 წელს. ფრანგებს ან ამერიკელებს რატომ არ მიჰყიდა? ალბათ არ იყიდეს ან ნაკლებ ფასად არ გაყიდეს. ამის საპასუხოდ იქნება არგუმენტი, “თქვენ დროსაც ხომ იყიდებოდა რუსებზეო”? კი, იყიდებოდა და ეს არ იყო კარგი, მაგრამ როცა ეს პროცესი გაგრძელდა და კრიტიკულ ზევარს მიუახლოვდა, ამაზე ამ ხელისუფლებას უნდა ეფიქრა. ბოლოს და ბოლოს, ათი წელი გავიდა “იმ ხელისუფლებიდან”.
გამოსავალი რა არის? რომელ ერთზე მეკითხებით, “ბორჯომზე” თუ მრავალ სხვაზე, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა?
გამოსავალი სახელმწიფოს ბიზნესსუბიექტად გადაქცევაში არ არის. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესების სასიკეთოს იმუშავებს და არა ხელისუფლებასთან მიტმასნებული ბიზნესებისათვის.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსავალი ისევ ბაზრია. როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მისი შედეგი, ის იმაზე უარესი არ იქნება, ვიდრე სახელმწიფოს ჩარევა",-წერს, გოცირიძე.
ასევე წაიკითხეთ:
🔵უნდა მოხდეს "ბორჯომის" გამოსყიდვა სახელმწიფოს მხრიდან - გია ხუხაშვილი
🔵ნახეთ, რა გელოდებათ მაისის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგ „Her Mit“-ის რჩევები
1754233716
მსოფლიოღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა
ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებ...
1754231565
ახალი ამბებიპრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს
„ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგე...
1754228694
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი
„ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშ...
1754227097
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუც...
1754225277
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში
„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - გან...