შალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში

„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას და ეს ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს. უყურებენ არა საერთო წესებს, პროცედურებს და კრიტერიუმებს ევროკავშირში წინსვლის, არამედ ყველა სახელმწიფო საკუთარ დღის წესრიგს იღებს და თავის გემოვნებაზე არგებს ევროპულ ინტეგრაციას. შვედეთის პრემიერ-მინისტრისთვის რატომღაც მაინცდამაინც ლგბტ ქორწინებაა გამორჩეული, ვიღაცისთვის რაღაც სხვა იქნება და 27 ქვეყნის გემოვნებაზე უნდა იარონ კანდიდატმა ქვეყნებმა? ეს პროცედურა უნდათ, რომ დანერგონ ევროკავშირში ინტეგრაციის?
გარდა შინაარსისა, ამავე დროს მთავარია ის პროცედურული თვითნებობა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა იგონებს დამატებით კრიტერიუმებს, რომელიც მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და თავს ახვევს გაწევრიანების პროცესს.
მას შემდეგ, რაც იყო ევროკომისიის წერილი, სადაც მოითხოვდნენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება, რომელიც ზუსტად ამ საკითხებს ეხება. მათ თქვეს, რომ ყოველ ჯერზე ეკლესიის მიმართ იყო პირობა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, რომ არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას.
ამ განცხადების შემდეგ თავისივე „ენჯეოები“ დაასიეს საქართველოს საპატრიარქოს, რომ თითქოს არავინ არაფერს ითხოვს. ახლა ისევ გვესმის, რომ შვედეთის პრემიერი ითხოვს. რა არის ამაში პრობლემა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და განმარტოს არის თუ არა ეს შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი, როდესაც მათ შორის ლგბტ ქორწინების დაშვება არის თუ არა შვედეთის სახელმწიფოსთვის კრიტერიუმი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1754221813
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნ...
1754221112
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სექტემბერში შოვში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო და პანაშვიდს დაესწრო. „ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მზიმე დღეები, სტიქია,...
1754219548
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების გადასახადი დაემალა - საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან
„ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება“, - წერს პარლამენ...
1754217309
ახალი ამბებიაფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სად...
1754216007
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია
ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...