12 შემაშფოთებელი ფოტო 60-წლიანი შუალედით - რა ემართება დედამიწას?
NASA- ს მიერ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები შესანიშნავად აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა სამყარო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დააკვირდით როგორი იყო ჩვენი პლანეტა ადრე და როგორია დღეს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ...
მყინვარების დნობა ყველაზე რთული პრობლემაა:
მუირის მყინვარი 1941 წელს (მარცხნივ) და 2004 წელს (მარჯვნივ)👇

გლობალური დათბობის გამო, მე -20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მყინვარებმა მთელს მსოფლიოში დნობა დაიწყეს. ბევრი მათგანი უკვე გაქრა, დანარჩენების არსებობას კი საფრთხე ემუქრება.
მყინვარების მდგომარეობაზე მუირის მყინვარი ალასკაში შესანიშნავად მეტყველებს. ის მდებარეობს პარკში, რომლის უდიდესი ნაწილი მე -18 საუკუნეში მთლიანად დაფარული იყო უზარმაზარი ყინულის საფარით, რომლის სიმაღლე ზოგან1200 მეტრს აღემატებოდა. თანდათანობით მყინვარმა დნობა დაიწყო და 60 წლის სხვაობით გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა.
მატერჰორნის მთა 1960 წლის აგვისტოში (მარცხნივ) და 2005 წლის აგვისტოში (მარჯვნივ)👇

შვეიცარიის ალპებში, მატერჰორნის მწვერვალზე თოვლი უკვე მრავალი წელია დნება, ამიტომ ის მნიშვნელოვანი ობიექტია გლობალური დათბობის შედეგების შესწავლისთვის. თოვლის საფარის დნობა ხშირად ქვის ცვენას იწვევს, რამაც შეიძლება ალპინისტები სერიოზულად დააზიანოს.
კორი კალის მყინვარი 1978 და 2011 წლებში (მარჯვნივ)👇

პერუში მდებარე კორი კალის მყინვარი შესანიშნავად აღწერს კლიმატის ცვლილებას. 70-იან წლებში მან სწრაფად დნობა იწყო და დღეს დიდი ყინულის საფარიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა.
პერუ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კლიმატის ცვლილებებმა ყველაზე მეტად დააზარალა. ბოლო 35 წლის განმავლობაში მისი მყინვარების ფართობი მეხუთედით შემცირდა. ამჟამად ტროპიკული ტყეების ნახევარი განადგურებულია და აღდგენას 100 წელზე მეტი დასჭირდება.
ელგონის მთის ეროვნული პარკი 1973 წელს (მარცხნივ) და 2005 წელს (მარჯვნივ)👇

ტყის მასივების მასიური ჩეხა უამრავი ქვეყნის პრობლემაა, თანაც ეს ყოველთვის კანონიერი ქმედება არ გახლავთ. ზოგჯერ ტყეებს პლანტაციების, საძოვრების და ქალაქების გასაშენებლად ჩეხენ, ზოგჯერ ტყეებს ხანძრები და ქარიშხლები ანადგურებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესეც ადამიანის საქმიანობის შედეგია.
კენიის მთა 1976 წელს (მარცხნივ) და 2007 წელს (მარჯვნივ)👇

რონდონიის შტატი ბრაზილიაში 1975 წელს (მარცხნივ) და 2009 წელს (მარჯვნივ)👇

ტყის მასივების გაქრობა თავის მხრივ, ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის გადაშენებას, კლიმატის შეცვლას, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრას და ჭაობების გაჩენას იწვევს.
წყალსაცავი Elephant Butt 1994 წელს (მარცხნივ) და 2013 წელს (მარჯვნივ)👇

NASA– ს სურათები მეცნიერებს კიდევ ერთი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის აღმოჩენაში დაეხმარა და წყალსატევების დაშრობა გახლავთ. ეს ძირითადად, ორ მიზეზს უკავშირდება: ადამიანის საქმიანობის დროს წყლის მოხმარების გაზრდას და კლიმატის ცვლილებას.
არგენტინა, მარ ჩიკიტას ტბა 1998 წელს (მარცხნივ) და 2011 წელს (მარჯვნივ)👇

არალის ზღვა 2000 წელს (მარცხნივ) და 2014 წელს (მარჯვნივ)👇

არალის ზღვა დიდი ხანია წყალსატევების დაშრობის სიმბოლოდ იქცა. 1960-იანი წლებიდან ზღვაში წყლის რაოდენობამ მკვეთრი შემცირება დაიწყო, ხოლო 2014 წელს ის არალკუმის უდაბნოდ იქცა.
არალის ზღვის გაქრობა გაერომ გლობალურ გარემოსდაცვით კატასტროფად შეაფასა, რაც ადამიანების ცხოვრების დონეზე, რეგიონების განვითარებასა და ბუნებრივი სისტემების მუშაობაზე უარყოფითად აისახება.
წყარო:insider.com
შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵სად გაქრა კაცი, რომელიც გვირაბს 38 წელი თხრიდა?
🔵მექსიკელი ალპინისტები უსახლკარო ძაღლის გადასარჩენად ქვეყნის უმაღლეს მწვერვალზე ავიდნენ
1790019982
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ვიხილეთ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლის 5 მცდელობა 4 წელიწადში, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისას არ იშლის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემა „დებატებში“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდის სისტემურ დანაშაულებზე, პენიტენციურ სისტემაში წამებაზე, ბიზნეს...
1790018463
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გვჯერა, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებს სჯერათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კ...
1790017490
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს სჭირდება თაობა, რომელსაც ექნება საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც, ისტორიული მეხსიერებაც და საკმარისი სიბრძნეც, რომ სხვისი სცენარის მონაწილე არასოდეს გახდეს
„მშვიდობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი. უნარი, რთულ მომენტში ემოციას არ აჰყვე, განსხვავებული აზრი მტრობად არ აქციო. უნარია, რომ პროვოკაცია სიმამ...
1790015734
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სომეხ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა. „საქართველოსა დ...
1790013180
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდ...


























