სამსახურში "დამსაქმებელს" იმდენი გადავუხადე, ახლა უფასოდ როგორ დავთმო? - ემიგრანტის წერილი
როდესაც უცხო ქვეყანაში ახალი ჩასული ხარ, ჯერ არც ენა იცი, არც სამსახური გაქვს და ბინაში საქართველოდან წამოღებული ორი კაპიკის გადახდა გიწევს, ყველანაირ სამსახურზე თანახმა ხარ. აღარ აქვს მნიშვნელობა, ავადმყოფია, ალცაიმერი, ჩავარდნილი თუ 15 კატა ჰყავს სახლში, ფულის გადახდაზეც თანახმა ხარ და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ როგორმე "თავი სადმე შეყო", ხარჯები შეამცირო და თვის ბოლოს, სახლში საჭმლის ფული მაინც გაგზავნო.
იტალიაში გასულ წელს, წინასაშობაოდ ჩამოვედი და მაშინვე "მომახარეს" - ამ დროს რას მოდიოდი, ყველაზე ცუდი პერიოდიაო. ზოგი მამშვიდებდა, თუ ოჯახს "ბადანტე" სჭირდება, შობას და აღდგომას არ უყურებენო. როგორც ჩანს, ძალიან არავის დასჭირდა მომვლელი, არც მაშინ და არც შემდეგი რამდენიმე თვე. ასე ვიარე თითქმის ხუთი თვე უმუშევარმა, ხან ვინ მეხმარებოდა და ხან ვინ მაწვიდად საჭმელს. სახლის მეპატრონე ქართველ ქალს კი ვეცოდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, არა იმდენად, რომ სახლის ქირა დაეცდია. ვალის ვალზე აღება დავიწყე, უკვე მართლა სულერთი იყო რა სამსახურში შევიდოდი. ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც ერთმა ქართველმა დამირეკა და მითხრა, რომ მეზობელ ქალაქში სამსახური იყო, მაგრამ იყიდებოდა. რას დავეძებდი, ოღონდ ქირა არ მქონოდა გადასახდელი.
მანამდე სამსახურებში ფულის აღებაზე და "დამსაქმებლებზე" ისე ვბრაზდებოდი, ვწყევლიდი და ვკრულავდი, მაგრამ ხუთთვიანმა უმუშევრობამ, ენა ჩამაგდებინა. ასე შევედი სამსახურში, რომელშიც პირველივე თვეს, მთელი თვის ხელფასი წამგლიჯეს. რაც მე მაშინ იმ ადამიანს ვუსურვე, შვილები რომ მშივრები დამიტოვა, ის რომ აუსრულდეს, რამდენიმე თაობას გასწვდება.
ამ სამსახურში მეექვსე თვეა ვმუშაობ, მაგრამ მეგობარმა გაცილებით მსუბუქი სამუშაო მიშოვა, ცოტა უკეთესი ანაზღაურებით და გადასვლას ვაპირებ. ჩემს ადგილზე ორი ქალი უკვე შევიპირეთ, რომ მოხუცის შვილს ვაჩვენოთ, მაგრამ დიდ გაჭირვებაში აღმოვჩნდი, ამ სამსახურში ექვსი თვის წინ იმდენი მაქვს გადახდილი, ასე უფასოდ როგორ დავთმო, არადა არც იმ მუქთახორებივით მინდა მოვიქცე, სხვის ხარჯზე რომ ცხოვრობენ აქ და წურბელებივით სისხლს წოვენ ემიგრანტებს.
მანანა, 62 წლის
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























