გერმანიაში შესვლის პირობები იცვლება
გერმანიაში შესვლის შეცვლილი პირობები იცვლება. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის ასაკიდან ვალდებულები არიან, თან იქონიონ კოვიდ - საბუთი.
პირებმა ექვსი წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ტესტი (ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე (მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
ანტიგენის ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. კოვიდ-საბუთის ვალდებულება ასევე ვრცელდება თვითმფრინავის იმ მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე შენგენის ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.
ვირუსის ვარიანტის (https://www.rki.de/.../Neuartiges.../Risikogebiete_neu.html) ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლის შემთხვევაში აუცილებელია PCR-ტესტის საბუთის წარდგენა. ამ შემთხვევაში არ არის საკმარის ანტიგენის სწრაფი ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. გარდა ამისა, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ PCR-ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში). - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
1787944835
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალა...
1787943959
ახალი ამბებითაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპობოკერიას“ ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს
„ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდნენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს “გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-...
1787939787
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...
1787939500
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...
1787937352
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...






























