გიორგი სოსიაშვილი: „დიფ სთეითმა“ სახე იცვალა. დიდმა ბრიტანეთმა ახალი საგრანტო პროგრამა დააანონსა, რომელიც მიმართულია აგონიაში მყოფი რადიკალი ძალების გამოცოცხლების უშედეგო მცდელობისკენ - ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება

 ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი მას შემდეგ, რაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული, რომელმაც შეურიგებელი ბრძოლა დააანონსა „დიფ სთიეთის“ წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ ვხედავთ. მეტსაც გეტყვით - ერთგვარად, სახე იცვალა ამ გლობალურმა ომის პარტიამ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, „დიფ სთეითმა“ სახე იცვალა და აშშ-ის ნაცვლად, გლობალური ომის პარტიის ცენტრად ახლა დიდი ბრიტანეთი იქცა, რაზეც საქართველოს წინააღმდეგ ამ ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები - მოსამართლეების უსაფუძვლო მიზეზით სანქცირება და რადიკალების გამოცოცხლებისკენ მიმართული საგრანტო პროგრამის გამოცხადება მეტყველებს.

„რადიკალები ხშირად საუბრობენ იმაზე, თითქოს, ჩვენ რაღაც გვეჩვენება და მითურ არსებებს ვხატავთ. სინამდვილეში, ეს მითური არსება კი არა, ეს არის „დიფ სთიეთი“, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიდგა ფესვები და არია სიტუაცია. ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში იყო ლოგიკურ დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზი, რომ „დიფ სთეითმა“ იცვალა სახე, მისი მოდერნიზაცია მოხდა და გლობალური ომის პარტიის დაწოლის ცენტრი აშშ-დან გადავიდოდა ევროპის ქვეყნებში. შედეგმაც არ დააყოვნა - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ ასეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში არის მოკალათებული გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლობა, რომლებმაც დაიწყეს ღონისძიებათა ახალი ციკლი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში: ჯერ ამ უსაფუძვლო, თითიდან გამოწოვილი ეჭვების საფუძველზე ჩვენი მოსამართლეების სანქცირება და დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის მცდელობა, შემდეგ უკვე დაანონსებული ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც პირდაპირ მიმართულია აგონიაში მყოფი რადიკალი ძალების გამოცოცხლების უშედეგო მცდელობა იყოს. დარწმუნებული ვარ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ მცდელობა არის ფრიად სამწუხარო, რადგან ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააანონსა საგრანტო პროგრამა, რომელიც პირდაპირ ISFED-ზეა მორგებული. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც პარალელური დათვლის გაყალბების დიდოსტატად გადაიქცა“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744208117

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ტერმინ „უცხოურ გარე ძალაზე“: საბჭოთა და რუსული საოკუპაციო ძალა რომ იყო 1989 წელს და როდიონოვის ტანკები რომ დასეირნობდნენ თბილისის ქუჩებში, ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ არა ასე არ მომხდარაო, ვინმე დაიჯერებს?

 თითიდან გამოწოვილი თვალთმაქცობის მეტს რომ ვერაფერს გაარკვევ ისეთი არგუმენტები მოაქვთ, ღიმილის მომგვრელია. საბჭოთა და რუსული საოკუპაციო ძალა რომ იყო 1989 წელს და როდიონოვის ტანკები რომ დასეირნობდნენ თ...

დავით მათიკაშვილი

1744205622

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: „ფაქტ ჩეკს“თუ აინტერესებთ ტყუილი სად იყო, მიაკითხონ სააკაშვილის დროინდელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მიაკითხონ „ნაცმოძრაობის“ მიერ საკუთარი დანაშაულების მიჩქმალვის მცდელობას და სიმართლეს ყველამ გაუსწოროს თვალი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, „ფაქტ ჩეკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის...

დავით მათიკაშვილი

1744204045

ახალი ამბები

სურამთან მომხდარი ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა

სურამთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მ...

პოლიციაპოლიცია

1744203287

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ურსულა ფონ დერ ლაიენი უზბეკეთში შუა დერეფანზე საუბრობდა, მაგრამ საქართველოს შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ეს უსამართლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ბევრი ისაუბრა შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე, თუმცა საქართველოზე არაფერი უთქვამს, რ...

ილჰამ ალიევი

1744203199

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ

 სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამ...

მთავეტობა