იქით მაქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი? - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც პასუხი არ გასცა ჟურნალისტები კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში - უკრაინამ თუ რუსეთმა.

"ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს". - თქვა მან.

რიჟვაძის ეს ნათქვამი კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა "რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების საჯარო მხარდაჭერად შეაფასა" და განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და არც დიპლომი მიუღია..

უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ რიჟვაძე დოქტორანტურაში 2015 წელს ჩაირიცხა, 2017 წელს კი საკუთარი სურვილით ამოირიცხა და ხარისხი არ მინიჭებია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიევის უნივერსიტეტის ამ განცხადებას და მისი დისკრედიტაციის მცდელობაში მედია დაადანაშაულა.

"სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, "მოიცალეს" ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".- თქვა რიჟვაძემ.

მან ასევე დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივით, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გამო აკადემიური შვებულება აიღო.

ამასთან, რიჟვაძემ დასვა კონტრშეკითხვა:

"განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!

მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?". - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵„გაზარდეთ სანქციები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული მიმართვა თემთა პალატისადმი

🔵„მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი: ამერიკელები, ინგლისელები, იტალიელები, ფრანგები, ესპანელები...ქართველებმა უკვე იცით ომის და მშვიდობის ფასი, ახლა ჩვენი ჯერია“ - მარი ნანა მახარაძე

🔵"არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, სხვა არჩევანი აღარ გრჩება" - ირაკლი ოქრუაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება