„მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი: ამერიკელები, ინგლისელები, იტალიელები, ფრანგები, ესპანელები...ქართველებმა უკვე იცით ომის და მშვიდობის ფასი, ახლა ჩვენი ჯერია“ - მარი ნანა მახარაძე
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარი ნანა მახარაძე, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან, სოციალურ ქსელში ომის შესახებ საინტერესო წერილს აქვეყნებს.
„ორი კვირაა, ჩემ სახლში 24/24-ზე ისმის რუსეთი, უკრაინა, პუტინი, ზელენსკი, ომი, სანქციები, ამერიკა, ევროპა, დახმარება, იარაღი, შიში, დევნილები...
სტრესი, სიკვდილი...
ვისმენ შეშფოთებას, აღშფოთებას, ჯერ კიდევ გაკვირვებას, მოწოდებას, დარიგებას, შეგონებას, კრიტიკას, დახმარებას, აღფრთოვანებას...
ომი კი გრძელდება...
ყოველ წამს წყდება სიცოცხლე...
ამ დაწყევლილ ომზე ხშირად ვკამათობთ მე და ჩემი მეუღლე...
მე ქმედითი ნაბიჯების მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, გააზრებული მაქვს რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს...
ჩემი ქმარი საუბარში ძირითადად დიპლომატიურ ტონს იყენებს...
ამ საღამოს ,მსოფლიოს ყველა სატელევიზიო არხებზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მეუბნება:
- მე ვიცი როგორ შეიძლება გადაწყდეს პრობლემა...
- მთელი მსოფლიო ფიქრობს ამ პრობლემაზე და ბრძანეთ ვუპასუხე ,,ევროპული გაკვირვებით,,...
- ვიფიქრე, რომ სანქციებზე და იარაღზე ეფექტური პუტინის წინააღმდეგ იქნებოდა, პაციფისტური მარში უკრაინაში, ანუ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი: ამერიკელები, ინგლისელები,
იტალიელები, ფრანგები, ესპანელები, გერმანელები, მშვიდობისმოყვარე რუსები, ავსტრალიელები, კანადელები,
აფრიკელები, უიარაღო ადამიანები მშვიდობის მოთხოვნით. ეს იქნება უდიდესი ძალა, რომლის წინააღმდეგ პუტინი იარაღს ვერ გამოიყენებს...
- ქართველები გამოგრჩა?
- ქართველებმა უკვე იცით ომის და მშვიდობის ფასი, ახლა ჩვენი ჯერია...
(თან თქვენი ბიჭები ხომ იქ არიან)...
არ ვიცი რატომ დამეუფლა სიმშვიდე, რა მომეწონა იდეა თუ გაერთიანებული მსოფლიოს წარმოდგენა, მშვიდობის სუნი თუ ხვალინდელი დღის იმედი...
იქნებ მართლაც იყოს კარგი იდეა...
ჯერჯერობით კი ისევ ომია...
კიდევ ერთი ღამე...
ნეტავ რამდენი სიცოცხლე...“ - წერს მარი ნანა მახარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 პოლონელი დედები, უკრაინელი დედებისთვის, საზღვართან საბავშვო ეტლებს ტოვებენ
📌 რუსი სასულიერო პირები, უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...































