კიდევ ერთი პატარა ძამიკოს სული ელოდებათ – რას ყვებიან გლდანში გარდაცვლილ ოჯახზე

გლ­დან­ში, CO-ს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად დაღუპულ შა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახს, კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი. ინფორმაცია”პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.

“ირაკლის დაახლოებით 2 წლის წინ გარდაეცვალა ბიჭი, გაცივდა ბავშვი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოფელშია, შუა ქვალონში დასაფლავებული. ირაკლი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მშრომელი, ოჯახის სარჩენად პერიოდულად სხვადასხვა მშენებლობებზე მუშაობდა თბილისში”, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

ამავე ცნობით, ირაკლის ჰყავს მამა სოფელ ქვალონში და ერთი ძმა, რომელიც თბილისშია.

"ყველანი შოკირებულები ვართ იმ ტრაგედიით, რის შესახებაც გუშინ გაიგო მთელმა საქართველომ. მარადიულ საუფლოში გადაინაცვლა ძალიან ლამაზმა ქართულმა ოჯახმა, პატიოსანმა და მშრომელმა ახალგაზრდა დედ-მამამ, მათმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა პატარა ანგელოზებმა, იქ მათ კიდევ ერთი პატარა ძამიკოს სული ელოდებათ და ამიერიდან ერთად იქნებიან ზეციურ საუფლოში.

სამძიმარი ვუთხრათ მათ ჭირისუფლებს, თუმცა არ არსებობს სიტყვები, რომლებიც მათ თუნდაც ოდნავ მაინც ანუგეშებს, და ვილოცოთ გარდაცვლილთა სულებისთვის, ღმერთო,სასუფეველი დაუმკვიდრე მათ ლამაზ უმანკო სულებს,ამინ”, – წერს ოჯახის ახლობელი.

ტრაგედიის შედეგად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან: 32 წლის ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი – 6 წლის მა­რი­ამ შა­ნი­ძე, 5 წლის და­რე­ჯან შა­ნი­ძე და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, რომელიც რუსუდანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრი ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსული იყო.
ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.ახლობლების ცნობით, ცხედრებს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სოფელში მამის სახლში გადაასვენებენ.

წყარო: „მეგატვ“

ასევე საინტერესოა;

🔵„კოვიდი არ არის სეზონური გრიპი, კოვიდი კლავს, დიახ, დელტაც და ომიკრონიც კლავს! - გიორგი ფხაკაძე

🔵70 წლამდე ქალი მოკლეს - რა მოხდა სიღნაღში?

🔵ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე 10-მდე ბიუსტი მოიპარეს, 20-მდე კი წასაღებად გაამზადეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე

1791807887

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი

„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძ

1791807082

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ

„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...

ირაკლი კობახიძე