"მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა. სადაც ადამიანებს გული ერევათ, საჯიშე ბიჭების გადასარჩენად წარმოებულ ყალბ ომზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე არჩევნებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმიანება.
"მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა.
ჩემ გარშემო მყოფებს სასტიკად არ მოსწონთ “ბათუმი თურქებისთვის არ ამიშენებია” და გულწრფელად ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა 2012 წლის დროინდელ “ბათუმი თურქულ ჩეჩმად გადაიქცას” შორის.
ჩემ გარშემო მყოფებს ვარდების რევოლუციიდან სწორედ ის მემკვიდრეობა მოსწონთ, რასაც ხუთი ნომრის ლიდერი ასე საგულდაგულოდ ემიჯნება – სეკულარული, ლიბერალური დემოკრატია – ჩემს გარემოცვას სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაშენებად წარმოუდგენია ქვეყნის ნათელი მომავალი.
მე იმ წრეში ვარ, სადაც ადამიანებს გული ერევათ რელიგიის სახელით სპეკულირებებზე, საჯიშე ბიჭების გადასარჩენად წარმოებულ ყალბ ომზე.
მე იმ წრეში ვარ სადაც ადამიანებს გული ერევათ სიხარბეზე, კონფორმიზმზე, საყოველთაო უფასოობაზე…”ხელები შორს ქართული ბუნებიდან”-ზე.
მე იმ წრეში ვარ, სადაც ადამიანებისთვის კატეგორიულად მიუღებელია “არჩევნებს აზრი არ აქვს, შულერთან სათამაშოდ არ სხდებიან” – ჩემი გარემოცვა თვლის რომ ლიბერალურ დემოკრატიას, რესპუბლიკას ალტერნატივა არ აქვს და ამის მიღწევა მხოლოდ არჩევნებით შეიძლება.
ეგეთები დამრჩნენ, სხვები ისევე ჩამომტყდნენ, როგორც ივანიშვილს ჩამოსძვრა პროდასავლური დეკორაციები.
მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ აღვირახსნილ პოპულიზმს გასაქანი არ მიეცეს, უნდა დავამტკიცოთ რომ არჩევნებს აზრი აქვს.
უნდა დავამტკიცოთ, რომ ცვლილებები დემოკრატიული გზით შესაძლებელია.
და რაც მთავარია, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი დღე, შემდეგ არჩევნებზეც იგივე უნდა ვამტკიცოთ:
1)ძალაუფლების რეალურ დანაწილებას და პროპორციულ არჩევნებს ჩვენს სინამდვილეში ალტერნატივა არ აქვს.
2) როგორც ქვეყანას, ნორმალურობა გვჭირდება და ნორმალური დემოკრატიული ცვლილებები – მხოლოდ ნორმალურობა დაგვაახლოებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას, თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციას.
მოკლედ, ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და შემოვხაზოთ ხუთიანი – ამით თქვენ ხუთიანს კი არ მისცემთ ხმას, არამედ დემოკრატიულ ცვლილებას და არჩევნებში რწმენას – რწმენას, რასაც სწორედ 5 ნომრის ლიდერი, ასე საგულდაგულოდ ანადგურებდა, როცა საპროტესტო ელექტორატს უკიჟინებდა, რომ “არჩევნებს აზრი არ აქვს",- წერს ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...
1749142416
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...
1749140800
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...