ნიკა გვარამია კომპანია "იფსოსს", რომელსაც "მთავარმა არხმა" ეგზიტპოლი დაუკვეთა, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია კომპანია ipsos-თან დაკავშირებით, ფეისბუკზე პოსტს ავრცელებს.
როგორც ნიკა გვარამია წერს, "მთავარი არხი" წყვეტს პარტნიორობას კომპანია ipsos-თან, რადგან მას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
"რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე.
ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.
ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება.
"მთავარი არხი" მიიჩნევს, რომ ამ მკაფიოდ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით, კომპანია "იფსოსმა" მოახდინა საკუთარი თავის აღუდგენელი დისკრედიტაცია.
რეპუტაციაშელახული კომპანია კი ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი.
მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე.
ბოდიშს ვუხდით "იფსოსის" ყველა კეთილსინდისიერ და უაღრესად კომპეტენტურ თანამშრომლებს, ვისთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივი და უკიდურესად ეფექტიანი იყო.
თუმცა, ვწუხვართ, რომ მათ ვერ შეძლეს ამ ტიპის ქმედებების შეჩერება და, მათ შორის, საკუთარი კომპანიის რეპუტაციის დაცვა არაკეთილსინდისიერი პირებისგან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია "იფსოსთან" და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს მთავარი არხის სახელით.
სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი.
სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება.
ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ "იფსოსის" ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება.
"მთავარი არხი" აცხადებს, რომ კომპანია "იფსოსის" ამგვარი არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
"მთავარი არხი" ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
"მთავარი არხი" ასევე მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით "იფსოსის" მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას "იფსოსის" არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერებისა და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და კომპანია „იფსოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები ზუგდიდში მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...