რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს
რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა, იულია მელანომ განაცხადა.
"როსელხოზნაზორმა წამოიწყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მესამე ქვეყნების საწარმოების შეყვანა რეესტრში. მათ უფლება აქვთ, კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავიანთი პროდუქცია გაიტანონ. სიაში შესულია აზერბაიჯანის ერთი საწარმო და საქართველოს 15 საწარმო ( რძე და რძის პროდუქტები)". - თქვა მელანომ.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 5 მარტს როსელხოზნაზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთი სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.
"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში.
ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტების და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.
ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად გასულ წელს, ევროპაში უპრენცენდო რაოდენობის თაფლია გასული". - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დაღუპულია ორი ბავშვი - რუსმა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი ევაკუაციის დროს გაუხსნეს
🔵რუსეთში ამჟამად ომიკრონის აფეთქებაა და დღეში 3000-მდე ადამიანი კვდება - გიროგი ფხაკაძე
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...































