რუსმა მღვდელმთავრებმა უნდა შეაჩეროთ ბოროტმოქმედი პუტინი, ის რუსეთს დაღუპავს - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი

რუსმა მღვდელმთავრებმა უნდა შეაჩეროთ ბოროტმოქმედი პუტინი, ის რუსეთს დაღუპავს, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას ბრძანა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს, ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე.

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს. ის, რომ როდესაც ის მთელი გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ეს ჩემი ბირთვული იარაღი გამოვიყენეო, მას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებსა და კაცობრიობას.

როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში, ჩემთან ჩემი თანაკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის, უკრაინელები, რუსები, სერბები, ბულგარელები და ა.შ. ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებას, როგორ ინგრევა, როგორ ნადგურდება, როგორ იხოცება უამრავი ადამიანი - ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს, მღვდელმთავრებს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება - თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათგან არანაირი პასუხი არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო. მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან უკრაინაში, ჩვენ ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ყოველივე ამას. ძალიან გულნატკენები არიან, მე მხედველობაში მყავს ნაწილი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, თავიანთ პატრიარქზე, რომელმაც, გარკვეულწილად, გაამართლა და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა.

მე ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს გააჩნია - გარკვეული სიფრთხილე აუცილებელია, საჭიროა, რადგან ეს აღმოსავლური სიბრძნეა, როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, თავის გადარჩენის მიზნით გველსაც კი მოკიდებს ხელსო. ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ და ყველანაირი საზიზღრობა შეიძლება, ჩაიდინოს, ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ლოცვა, მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ეპარქიამ შეძლებისდაგვარად შეაგროვა გარკვეული შემოწირულობები, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. მინდა კიდევ ერთხელ დავლოცო ეს მტკიცე, მედგარი, შეუპოვარი ხალხი და ვუსურვო მათ სიმხნევე და მტერთა ზედა გამარჯვება.“, - ბრძანა ქადაგებისას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 კახა კალაძე: თბილისში უკრაინელებისთვის ტრანსპორტი, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები უფასო იქნება

🔵 ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე ჯანდაბას წაუღია ყველა ის ვაი-ქართველი, მთავრობაც და ხალხიც, ვინც ეს ბნელი და უპასუხისმგებლო ნახირი შეიფაროს! - რას წერს ექიმი ქეთი ლობჟანიძე

🔵 სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული, ატირებული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება