საგამოძიებო სამსახურმა ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება/გამოყენების ფაქტები გამოავლინა - პასუხისგებაში 9 პირი მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი კოვიდპასპორტის დამზადება/გასაღების ფაქტი გამოავლინა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ცხრა პირი მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის ერთი დაკავებულია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ქ. თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით"


მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდპასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

მეორე შემთხვევაში კი, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით",  – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ყალბი კოვიდ პასპორტების დამზადებისთვის დაკავებულ 4 პირს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

🔵  საბერძნეთში ყალბი კოვიდსერტიფიკატის გაცემის 44 შემთხვევა გამოვლინდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი

1794510257

მსოფლიო

სროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...

სროლა თეთრ სახლთან

1794508261

ახალი ამბები

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...

დაკავება და ბორკილები

1794507612

ახალი ამბები

შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...

შიო მესამე