თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს და არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. ზურაბ აზარაშვილი განმარტებით, ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი ტესტირებას არ ჩაიტარებს, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა მას კოვიდი, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ანტისხეულების ანალიზით განსაზღვრა.

„ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.

ტესტირებას რაც შეეხება, მან (ამირან გამყრელიძემ) გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება,“- განაცხადა აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵საბრძნეთში დააპატიმრეს მღვდელი, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ეკლესიას მრევლმა, საღებავი შეასხა

🔵Covid - 19 - ზე აუცრელ ახალგაზრდას გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს

🔵წყალტუბოში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745931277

ახალი ამბები

პოლიციამ დააკავა მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის ოთხი რადიკალი მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, რომლებმაც შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგო კობერიძეს მძიმე ფიზიკური დაზიანე...

შუქრუთის მაღაროს დირექტორ

1745931192

საზოგადოება

სუსის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება

2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური...

სუსი

1745931108

საზოგადოება

სუსი: 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას

გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტე...

სუსისსუსის

1745931019

საზოგადოება

სუსი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტ...

სუსისსუსის

1745930965

საზოგადოება

სუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა

სუსის ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა...

სუსისსუსის