2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა

ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წარმოვაჩინო თავი. ხალხმა თავს თვითონ უშველა, თვითონ დააღწია ხალხმა თავი, - ამის შესახებ 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.
როგორც მან აღნიშნა, 8 აგვისტოს აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები და თავად უთხრა მოსახლეობას, რომ გადაერჩინათ თავი და წასულიყვნენ, ხოლო 9 აგვისტოს სკოლის ავტობუსით გაიყვანა მოხუცები. მისივე თქმით, პოლიციის უფროსმა ვანო დათაშვილმა უარი უთხრა ხალხის გაყვანაზე, რადგან არ ჰქონდა ბრძანება მიღებული, მაგრამ კაპანაძემ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მოახსნევინა ბლოკპოსტები.
„რა თქმა უნდა, წინა დღეებში ვფიქრობდი, რომ საით გამეყვანა ხევებით, როგორღაც, რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ დერეფანი მოგვცეს და გამოვიყვანეთ. ხოლო მეორე დღეს, უკვე 8-ში, ჯარი რომ წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან, მოსახლეობას ვუთხარი, რომ თავს უშველეთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ, წადით იქ, უკვე დარჩენილ მოსახლეობას. იქ იყო, რა თქმა უნდა, ქალები, იყვნენ კაცები, რომლებსაც თავიდან ავუკრძალე, რომ არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მერე ვუთხარი, გაერიდეთ და წადით მეთქი და მივედი, პოლიციის უფროსი იყო მაშინ ვანო დათაშვილი და ვუთხარი, რომ ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფელ ნულიდან და ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი. მითხრა, რომ ბრძანება არ მიმიღიაო და ვერ გავაკეთებო. მე ვუთხარი, რომ დამაბრალე მე, პირველ რიგში, დაგხოცავენ ფორმიანებს, არცერთს არ დაგინდობენ, ყველას დაგხვრეტენ და გადით, დატოვეთ, იმიტომ, რომ იქ აღარავინ აღარ იყო, მოხუცები იყვნენ. რა თქმა უნდა, დამიჯერეს, წამოვიდნენ. მე დავრჩი და 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც მსურველი იყო მოხუცი, გამოვიყვანეთ და ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში დაახლოებით 50 მოხუცი დარჩა, ნულში და ავნევში, არ გამოგვყვნენ. რატომღაც, ეგონათ, რომ დაინდობდნენ, მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის მერე იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში, დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა და ბევრი მაშინ დაიხოცა. გამოყვანის დროს არცერთი ადამიანი არ დამეღუპა“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...
1743520361
ახალი ამბებილევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...
1743519323
საზოგადოებაგია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!
რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...
1743518438
ახალი ამბებილევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...
1743517821
სპორტიევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...