2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას

კორუფცია, როგორც კოლექტიური დასავლეთის ყოველდღიურობის ნაწილი!
ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთი კორუფციაში ეფლობა, რის საგულდაგულოდ დაფარვას და მიჩქმალვას ცდილობენ. კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რა თქმა უნდა კორუფციის თუ სხვა სახის ფინანსურის მაქინაციის ყოველი ფაქტი გამოძიებული ვერ იქნება, რადგან ეს არის თემა რომლის აფიშირება ევროკავშირს არ სურს, კორუფციის ფაქტების დადასტურება, საზოგადოებაში სრულად ანადგურებს, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ შეხედულებებს, როგორიც არის პატიოსნება, ღირებულებების ერთგულება, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. მიუხედავად ფინანსური მაქინაციების დაფარვის არაერთი მცდელობისა, არსებობს კორუფციის მსხვილი შემთხვევები, რომლის დამალვა ევროკავშირის ძალებს აღემატება!
ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირმა საკუთარ პრობლემებს, საკუთარ გახრწნილ პოლიტიკურ ელიტას მიხედოს, ისინი ღიად აკრიტიკებენ საქართველოს, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.
ევროკავშირში და მის წევრ ქვეყნებში, რომ კორუფცია მძვინვარებს და ფინანსურ მაქინაციებს სისტემური ხასიათი აქვს, არა ჭორი და ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, არამედ ფაქტია, რასაც ოფიციალური სტატისტიკა და კვლევები ადასტურებს, 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.
საუბრის ფაქტების გამყარებისთვის აუცილებელია, ჰიპოთეტური საუბრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდეთ, რისთვისაც რამდენიმე გახმაურებულ საქმეს და საყურადღებო შემთხვევას წარმოგიდგენთ!
ბოლო პერიოდში ევროპარლამენტში კორუფციის ბრალდებით რამდენიმე წევრი დააკავეს, ერთ ერთი დიდი სკანდალი იყო ე.წ. კატარგეიტის საქმე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კორუფციის ბრალდებით დააკავეს და ბრალი წაუყენეს რამდენიმე ადამიანს
- ევა კაილი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (რომელიც მოგვიანებით თანამდებობიდან გადააყენეს) მის ბინაში (ბრიუსელი) აღმოაჩინეს დაახლოებით 150 000 ევროს ნაღდი ფული.
- პიერ ანტონიო პანცერი - იტალიელი ყოფილი ევროპარლამენტარი, მის სახლში აღმოაჩინეს დაახლოებით 600 000 ევროს ნაღდი ფული.
- ფრანჩესკო ჯორჯი - ევროპარლამენტარის ასისტენტი (ევა კაილის პარტნიორი)
- ნიკოლო ფიგა-ტალამანკა - არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
- ანდრეა კოზოლინო (იტალია, ევროპარლამენტარი): "კატარგეითის" სკანდალთან დაკავშირებით დააკავეს 2023 წლის თებერვალში.
- მარკ ტარაბელა (ბელგია, ევროპარლამენტარი): "კატარგეითის" სკანდალთან დაკავშირებით დააკავეს 2023 წლის თებერვალში.
ნაღდი ფული ასევე აღმოაჩინეს სხვა დაკავებულების სახლებში, ეს(ფული) გახდა ძირითადი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ დაკავებულები ქრთამს იღებდნენ კატარისა და შესაძლოა სხვა ქვეყნებისგან, რათა გავლენა მოეხდინათ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე.
სკანდალი უკავშირდება ბრალდებებს კატარისა და მაროკოს მხრიდან შესაძლო კორუფციულ გავლენაზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვა პირებიც აღმოჩნდნენ ჩართულნი.
კატარგეითის სკანდალმა დიდი შოკი გამოიწვია ევროკავშირში და გაამძაფრა მოთხოვნები ევროპარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის შესახებ.
კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება, ე.წ. პანამური დოკუმენტების საქმეს, დოკუმენტების გაჟონვა 2016 წელს მოხდა, დოკუმენტები საკმაოდ მოცულობით იყო და ცხადყოფდა, თუ როგორ იყენებდნენ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ოფშორულ კომპანიებს გადასახადების თავიდან ასაცილებლად და ფულის გასათეთრებლად.
ამ დოკუმენტების გაჟონვამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი გამოძიება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში. ევროპარლამენტარების წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება, რადგან ზოგიერთი მათგანი დაკავშირებული იყო ოფშორულ კომპანიებთან და შესაძლოა მონაწილეობდა კორუფციულ სქემებში.
დოკუმენტებში არაერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო დასახელებული, მათ შორის:
- სიგმუნდურ დავიდ გუნლაუგსონი: ისლანდიის პრემიერ-მინისტრი. (მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია არ არის ევროკავშირის წევრი, ის ევროპის გეოგრაფიული ნაწილია და მისი შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო ევროპაში).
- იან კამერონი: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მამა. (დიდი ბრიტანეთი იმ დროს ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი იყო).
- ჯონ დოილი: მალტის ყოფილი ევროკომისარი. დოკუმენტებში დასახელდა მისი კავშირი ოფშორულ კომპანიასთან.
- კონსტანტინოს მიცოტაკისი: საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის ნათესავი. დოკუმენტებში დასახელდა მისი კავშირი ოფშორულ კომპანიებთან.
- მიხაელ ლაუტენშლაგერი: შვეიცარიის ყოფილი გენერალური პროკურორი. დოკუმენტებში დასახელდა მისი კავშირი ოფშორულ კომპანიებთან. (შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევროპული ქვეყანაა).
ალფრედო პასკუალე: იტალიელი პოლიტიკოსი. დოკუმენტებში დასახელდა მისი კავშირი ოფშორულ კომპანიებთან. - ჟოზეფ კაბილა: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი. (მიუხედავად იმისა, რომ ის აფრიკელია, მისი შემთხვევა ევროპულ მედიაშიც ფართოდ გაშუქდა, რადგან ოფშორული კომპანიები ხშირად ევროპულ ფინანსურ სისტემებთან იყო დაკავშირებული).
პანამური დოკუმენტების მთავარი მნიშვნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ გამოავლინეს, თუ როგორ იყენებდნენ გავლენიანი ადამიანები ოფშორულ სისტემას ფინანსური აქტივების დასამალად და გადასახადების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ოფშორული კომპანიების გამოყენება ყოველთვის არ არის უკანონო, დოკუმენტები ხშირად მიუთითებდა კორუფციის, ფულის გათეთრების და სხვა უკანონო საქმიანობის შესაძლებლობაზე.
ევროკავშირს, კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი უკავშირდება, რომელსაც ჯაკ სანტერის კომისიის გადადგომა მოჰყვა (1999 წელი): ეს იყო ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კორუფციული სკანდალი. ჟაკ სანტერის მეთაურობით მოქმედი ევროკომისია იძულებული გახდა სრულად გადამდგარიყო ფინანსური მენეჯმენტის ნაკლოვანებებისა და კორუფციის ბრალდებების გამო. განსაკუთრებით მძიმე ბრალდებები წაუყენეს კომისარ ედით კრესონს (Édith Cresson), რომელსაც ნეპოტიზმში და კორუფციაში ედებოდა ბრალი. ამ სკანდალმა გამოიწვია ევროკავშირის ინსტიტუტების რეფორმირების აუცილებლობა და გაიზარდა გამჭვირვალობის მოთხოვნები.
ევროპარლამენტში ასევე ხშირია ხარჯებთან დაკავშირებული სკანდალები: ევროპარლამენტარების ხარჯების ანაზღაურების სისტემა ხშირად ხდება კრიტიკის საგანი და არაერთი სკანდალი გამოიწვია წლების განმავლობაში. დეპუტატებს ბრალს სდებდნენ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, გაბერილ ანგარიშებში და სხვა დარღვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი მასშტაბური, როგორც პანამური დოკუმენტები, მან შეარყია საზოგადოების ნდობა ევროპარლამენტის მიმართ.
თავის მხრივ, ევროკავშირის წევრს ქვეყნებში, მრავალი სხვადასხვა სახის შიდა კორუფციული სკანდალები ხდება, იქნება ეს სახელმწიფო შესყიდვები (ტენდერების გაყალბება, გარიგებები კომპანიებთან.) მიწის ნაკვეთების გასხვისება (არასათანადო ნებართვები, ინტერესთა კონფლიქტი) პოლიტიკური გაერთიანებების (პარტია) დაფინანსება (უკანონო შემოწირულებები, ფულის გათეთრება) ნეპოტიზმი (თანამდებობებზე ნათესავების ან მეგობრების დანიშვნა კვალიფიკაციის გარეშე)
ესპანეთი:
ლუის ბარსენასი: სახალხო პარტიის (Partido Popular) ყოფილი ხაზინადარი. ბრალდებული და მსჯავრდადებული იყო უკანონო დაფინანსების, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.
ხაუმე მატასი: ბალეარის კუნძულების ყოფილი პრეზიდენტი და სახალხო პარტიის წევრი. ბრალდებული და მსჯავრდადებული იყო კორუფციის მრავალი ბრალდებით.
ფრანცისკო გრანადოსი: მადრიდის რეგიონის ყოფილი მაღალჩინოსანი და სახალხო პარტიის წევრი. ბრალდებული იყო ფართომასშტაბიანი კორუფციული სქემების ნაწილში.
იგნასიო გონსალესი: მადრიდის რეგიონის ყოფილი პრეზიდენტი. ბრალდებული იყო კორუფციის სხვადასხვა ბრალდებით.
როდრიგო რატო: ესპანეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და ბანკია (Bankia) ყოფილი თავმჯდომარე. ბრალდებული და მსჯავრდადებული იყო კორუფციის, თაღლითობისა და სხვა ფინანსური დანაშაულების ბრალდებით.
ინფანტა კრისტინა (მეფე ფელიპე VI-ის და): 2017 წელს გაამართლეს გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, მაგრამ მისი მეუღლე, იან ურდანგარინი, დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში.
საფრანგეთი:
ფრანსუა ფიიონი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი): 2020 წელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა მისი მეუღლისა და შვილებისთვის ფიქტიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით. განაჩენი გაასაჩივრა.
ედუარდ ბალადიური (ყოფილი პრემიერ-მინისტრი): 2021 წელს მიესაჯა პირობითი პატიმრობა და ჯარიმა საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისა და გავლენით ვაჭრობის ბრალდებით.
ნიკოლა სარკოზი (საფრანგეთი, ყოფილი პრეზიდენტი): 2021 წელს მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს და განაჩენი გაასაჩივრა.
გერმანია:
ფილიპ ამდტორი (ბუნდესტაგის დეპუტატი): 2020 წელს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში ბიზნესმენისგან, რათა მას დახმარებოდა კონტრაქტის მიღებაში. გადადგა თანამდებობიდან.
ნიკოლას ლობელი (ბუნდესტაგის დეპუტატი): 2021 წელს გადადგა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ის ფულს იღებდა სამედიცინო ნიღბების შეძენაში შუამავლობისთვის კოვიდ-19 პანდემიის დროს.
მარტინ შულცის (2016): ევროპარლამენტის მაშინდელი პრეზიდენტი მარტინ შულცი გააკრიტიკეს მისი თანამდებობის გამოყენებისთვის იმისათვის, რომ თავისი თანამშრომლები და მეგობრები მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დაენიშნა.
ჯონ დალი (მალტა, 2012): მალტელი ევროკომისარი ჯონ დალი გადადგა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მას თამბაქოს ლობისტებთან კავშირში და ფინანსური სარგებლის მიღების მცდელობაში დასდეს ბრალი.
- მარიან ნოვაკი (პოლონეთი, ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი): 2020 წელს ბრალი წაუყენეს კორუფციის ბრალდებით უკრაინაში, სადაც ის მოგვიანებით საგზაო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
- პეტრ ნეჩასი (ჩეხეთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი): 2013 წელს გადადგა თანამდებობიდან მისი მეუღლისა და სხვა მაღალჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაკავების შემდეგ.
- ლივიუ დრაგნია (რუმინეთი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე): 2019 წელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. რუმინეთი
- ცვეტან ცვეტანოვი (ბულგარეთი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი): 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, თუმცა მოგვიანებით გაამართლეს.
- ალექსის ციპრასი (საბერძნეთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი): 2023 წელს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში ფარმაცევტულ კომპანია Novartis-ისგან. ის ბრალდებას უარყოფს.
- ბოიკო ბორისოვი (ბულგარეთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი): 2022 წელს დააკავეს კორუფციის ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გამოძიება გრძელდება.
- ივო სანადერი (ხორვატია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი): 2010 წელს დააკავეს კორუფციის ბრალდებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, მხოლოდ მცირე ნაწილია, იმ კორუფციული შემთხვევებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში და მის წევრ ქვეყნებში მოხდა, სწორედ ფაქტებზე დაფუძნებით ვთვლი, რომ ევროკავშირს საქართველოს კრიტიკის ფაქტობრივი მტკიცებულება არ აქვს.
1747637527
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...
1747635868
საზოგადოებაგარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხი და ბიომრავალფეროვნება გამოიკვლია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა. სააგენტოს სპეციალისტემა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დი...
1747633493
ახალი ამბებითბილისში 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა
თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა და ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
1747630650
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 26 მაისს დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კო...
1747601283
ახალი ამბებიირაკლი გოგავა: ჩემი დათვლებით, 20 ათასი ადამიანია, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს, მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება
ჩემი დათვლებით, 20 ათასი ადამიანია, ვინც ემსახურება უცხოეთის ინტერესს. მოთმენა და ტოლერანტობის გამოჩენა ამის მიმართ უკვე აღარ შეიძლება - რადგან ავაფრიალეთ ანტიკოლონიალური აჯანყების დროშა, ბოლომდე უნდა...