ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ წააგო იმით, რომ შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ეკლესიას და რწმენას. მისივე თქმით, ქართველმა შეიძლება 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების.
„არც ის, რომ ლიცენზიას წაართმევ თუ უცბად მისი საკარმიდამო, მამაპაპისეული სახლ-კარი აღმოჩნდება ვინმე სხვისი და ისე გასხვისდება და რეესტრში მივიდოდა და აღმოაჩენდა, რომ თვითონ მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ის ცხოვრობდა თუ მისი მამა-პაპანი ხნავდნენ თუ კალოდ იყენებდნენ, აღმოჩნდებოდა ვინმე სხვისი, თუნდაც გადამთიელის, ამასაც კი რუდუნებით თუ მოთმინებით, რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად ითმენდა ხალხი, მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს არ ითმენდა ღირსების შელახვას, ეს ვერ გაიგეს ამათმა. აქ არის ღირსებაზე ლაპარაკი. ესენი კომერციული თვალსაზრისით ზომავდნენ, რომ მაგალითად წავართმევ 90%-ს და 10% დარჩებათ და ამას მოითმენს და სინამდვილეში შეიძლება ქართველმა 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. აი ამაში წააგეს ამათმა, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ახალი ქართველის გამოყვანას, ეკლესიას, რწმენას, ყველაფერს. ბოროტებასთან მიმართებაში, ყველაზე ნიშანდობლივი რა არის იცით, რომ შეეძლოთ რომ ვიღაც ქვედა რგოლის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























