33 წლის ქალი სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს

33 წლის ქალი, მხატვარი მაია კუჭავა სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, რის შედეგად ჩვილიც გარდაიცვალა.

"ექსკლუზივ ტვ"-ს ტრაგედიის დეტალებზე, გარდაცვლილი ქალის ახლობელი ესაუბრა:

"მაიკო, იყო არაჩვეულებრივი გოგო. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდათ. ორსულად იყო, ცოლ-ქმარი სულ დადიოდნენ კონტროლზე და ყველაფერი ისე იყო როგორ უნდა იყოს ორსული ქალის შემთხვევაში. მე-8 თვეში იყო, წნევები დაეწყო და მივიდა ექიმთან, სადაც ჩვეულებრივ წნევის დამწევი მისცეს და გამოუშვეს სახლში, იმავე ღამეს კრუნჩხვებში ჩავარდა და კლინიკაში კვლავ შეიყვანეს, რატომღაც ექიმებმა იმ ღამითვე ამშობიარეს. სამწუხაროდ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ამის შემდგომ დედა კარგად იყო, მაგრამ ორი საათი გავიდა და კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია და ექიმებმა ეს ვერ შეამჩნიეს. გაგიგიათ? ორსულს არანაირი ანალიზი არ აუღეს ისე ამშობიარეს სამი საათი აწვალებდნენ. აწვალეს, კი არ ამშობიარეს. ამის შემდეგ ქმარმა გამოსტაცა კლინიკას გოგო ცოცხალ-მკვდარი და მე-8 კლინიკაში მიიყვანა, სადაც ლამის ერთი თვეა წევს რეანიმაციაში, მუშაობდა გული და აბა აპარატიდან გამორთავდნენ? ვინ გამორთავდა, როცა იმედი მაინც იყო სადღაც...თუმცა ეს ანგელოზი გოგო, თავის ანგელოზთან გაფრინდა ცაში. საქმე პოლიციაშია და იმედია დაადგენს ოჯახი სამართალს, გაგიგიათ ასე დაუდევრობას ეწირებოდნენ ადამიანები და ექიმებს არანაირი სასჯელი არ ეკისრებოდეს? იმედი გვაქვს ობიექტური გამოძიების", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მხატვარი მაიკო კუჭავა, კულტურის სფეროში საკმაოდ ცნობილი, ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. იგი წარმოშობით  აფხაზეთიდან იყო, ხოლო ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდა, სამხატვრო კოლეჯი და სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა.

მაია კუჭავას ნახატები, სიფერადით და ორიგინალურობით გამორჩეოდა...

ასევე დაგაინტერესებთ:

* "საყურადღებო სიმპტომებია მოყვითალო ან მომწვანო ნახველი" - როგორ შევიმსუბუქოთ "ხანგრძლივი ხველა" სახლის პირობებში? - ინფექციონისტის რჩევები საზოგადოებას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794590530

სპორტი

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...

საბა ლაზიშვილ

1794588914

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი

ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...

პატრიარქი

1794586790

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...

შალვა პაპუაშვილი

1794584581

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794583276

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივიც არის. „ნაცების“ წარმომადგენლე...

რატი იონათამიშვილი