რატი იონათამიშვილი: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივიც არის. „ნაცების“ წარმომადგენლები რაც მეტს ლაპარაკობენ სასამართლოზე, მით მეტ არგუმენტს დებენ, თუ რატომ არიან ისინი ასაკრძალები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

ის ასე გამოეხმაურა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლების გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილებას.

იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიას აქვს უფლება, დაიცვას თავი, როდესაც დემოკრატიის დანგრევას უცხო ძალა ცდილობს და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ეს არის დემოკრატიული პროცესი. თუ კიდევ ვინმეს არ ახსოვს, ან ეჭვი ეპარებოდა რამეში, ეს სასამართლო და მათი განცხადებები ფაქტობრივი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის კანონგარეშე მოქმედებდნენ და გასულები იყვნენ როგორც კანონიდან, ასევე კონსტიტუციიდან. მათთვის ყველაზე სავალალო ის არის, რომ სინდისი არ ქენჯნით იმ სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო, რასაც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წლების განმავლობაში ჩადიოდნენ. ხომ ვიცით და კარგად გვახსოვს, რომ 300 000 ადამიანი გაასამართლეს მათ, საქართველოში 300 00 ოჯახი გაასამართლეს. ამ ოჯახებსა და პატიმრებს როგორ ექცეოდნენ, ესეც ხომ ძალიან კარგად ვიცით - ათასობით საქმე მიდიოდა სტრასბურგში მხოლოდ ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, როდესაც 2012 წლიდან დღემდე არც ერთი საქმე ამ მოტივით სტრასბურგის სასამართლოს დასაშვებადაც კი არ უცნია საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში უარესის გაკეთების პირობას დებს.

„ესენი ერთობლიობაში უნდა შევაფასოთ. ფაქტია, რომ საზოგადოებას ეუბნებიან, „თუ ჩვენ გვექნება ძალაუფლება, უარესს გავაკეთებთ, უარესს დავმართებთ ხალხს, ამ ქვეყანას. აი, ამის პირობას დებენ ისინი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც ნამდვილად არის დასაბუთებული და სარჩელის შექმნის დროს ჩვენმა საზოგადოებამ დაგვიკვეთა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794575670

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება

მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება, - ამ...

გიორგი კახიანი

1794575331

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5934 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5935 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1794575020

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცი...

გენ პროკურატურა

1794574090

ახალი ამბები

RAF-ის ოფიციალური განცხადება – „მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა“

ორგანიზაცია RAF-მა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტ...

მერაბ დვალიშვილი

1794572224

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ ამაზე ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, გამოჩნდა, რომ საქართველო წინა პლანზეა, როცა შუა დერეფნის სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ

ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა და პრობლემები ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამასთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გ...

გია ვოლსკი