აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი: 1982 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.ც. , 2002 წელს დაბადებული გ.ზ. და 1982 წელს დაბადებული ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758445266

საზოგადოება

გურიის პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ...

დაკავება, პოლიცია

1758443056

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვს წაგებული ფსევდო ოპოზიციას. ძირითადი გათვლა ამ მანქურთების არის 4 რიცხვი. უკანონობაზე ხელი წაუცდებათ და რუსული ბანი ნამდვილად ვერ უშველით

 სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ყველა მუნიციპალიტეტში პირწმინდად აქვთ წაგებული ფსევდო-ოპოზიციას. ძირითადი გათვლა ამ მანქურთების არის 4 რიცხვი, - წერს X-ზე გიორგი გამსახურდია. გამსახურდია 4 ოქტომბრის...

გიორგი გამსახურდია

1758442953

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

 ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა...

დაკავება

1758442880

საქართველო

2025 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1.1 მლრდ დოლარს გადააჭარბა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-...

ექსპორტი

1758442790

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა - მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. აშშ-ში ვიზ...

მიხეილ ყაველაშვილი