ერდოღანი: მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ვაჭრობას, ინვესტიციებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას Anadoluციტირებს.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ურთიერთობებს“, რომელიც თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განვითარდა.

„თეთრ სახლში ჩემს პატივცემულ კოლეგასთან და მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს ჩვენს მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც განვავითარეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობა, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები და თავდაცვის ინდუსტრია“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპთან მის მოლაპარაკებებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.

„მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას, გლობალური მშვიდობის ჩვენი საერთო ხედვის ფარგლებში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ 25 სექტემბერს თეთრ სახლში თურქ კოლეგას უმასპინძლებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758452971

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე „თბილისობაზე“ მივიდნენ

 „თბილისობა 2025“ გრძელდება. სახალხო დღესასწაული საღამოს გალა კონცერტით დასრულდება, მანამდე კი დედაქალაქის ქუჩებში სპორტული, კულტურული აქტივობები, მუსიკა და თეატრალიზებული წარმოდგენები გრძელდება. თბილ...

კალაძე და კობახიძე

1758452873

ახალი ამბები

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

 თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....

პარაძიუდო

1758448061

საზოგადოება

ბიძინა გიორგობიანი: რამდენიმე საინფორმაციო საშუალების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად ეფექტურად ებრძვიან კრიმინალს

 კორუფციის, ნარკოტრაფიკის და კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის ავტორი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკუთვნის უსაფრთხოების სამსახურს და მის ახალ ხელმძღვანელ მამუკა მდინარა...

ბიძინა გიორგობიანი

1758445266

საზოგადოება

გურიის პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ...

დაკავება, პოლიცია

1758443788

საზოგადოება

აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებ...

დაკავება