კახა კალაძე: ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონკურენტი, რომელიც მმართველ გუნდს შეიძლება ჰყავდეს, დედაქალაქში არსებული გამოწვევები და პრობლემებია.
„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, ეს არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელთაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება - ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ პრობლემებს, გამოწვევებს და მოაგვაროს ეს ყველაფერი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1758452873
ახალი ამბებისაქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....
1758450226
მსოფლიოერდოღანი: მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ვაჭრობას, ინვესტიციებსა და თა...
1758448061
საზოგადოებაბიძინა გიორგობიანი: რამდენიმე საინფორმაციო საშუალების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად ეფექტურად ებრძვიან კრიმინალს
კორუფციის, ნარკოტრაფიკის და კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის ავტორი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაა. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკუთვნის უსაფრთხოების სამსახურს და მის ახალ ხელმძღვანელ მამუკა მდინარა...
1758445266
საზოგადოებაგურიის პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ...
1758443788
საზოგადოებააჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებ...