„აიწონე, იმხელა ხარ, 2 გრამი ტვინი ხომ უნდა გქონდეს თავში... ჩემნაირმა მშობლებმა რომ შური იძიონ, მღვდლები ეყოფათ?“ - სოსო რობაქიძე გიგი უგულავას

სააკაშვილი არავინ უნდა მოკლას, ამ შემთხვევაში პირველი მე ამოვიღებ ხმას, – განაცხადა მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
„დღეს საქართველოს ნომერ პირველი ჯალათი ზის ციხეში. ის უბრალოდ არ ჭამს და ამას წამებას ვერანაირად ვერ დავარქმევთ. დღეს მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო აქ, სულ მცირე 10 000 ადამიანი იქნებოდა უკრაინაში ქართველი გარდაცვლილი“, - თქვა რობაქიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრისას სოსო რობაქიძე გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას.
„აიწონე სასწორზე ბატონო უგულავა, იმხელა ხარ და ორი გრამი ტვინი ხომ უნდა გქონდეს თავში, ბატონო უგულავა ნუ დაიწყებ ქვეყნის არევას, ნუ დაიწყებ შურისძიებაზე საუბარს, თორემ ბევრ ჩემნაირ მშობელს გზა გაეხსნება და შურისძიებაზე ფიქრს დაიწყებენ“– აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ: „იარეთ მღვდლებთან, დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, რადგან წესის აგება მღვდლის საქმეა და ბევრი წესის აგება მოუწევთ. სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, მიიღებს დიდ შურისძიებას. მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი“.
ასევე საინტერესოა:
🔵 "ჯოჯოხეთი გამოვიარეთ წუხელ" - რა შეემთხვა კიევში მიმავალ გიგა მაქარაშვილს
1745581023
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვედური არ არსებობს
საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი ენჯეოს საყვე...
1745580965
ახალი ამბებისაქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისა...
1745580772
სპორტიტატო გრიგალაშვილი და მაისურაძე 1/4 ფინალში არიან
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) მეოთხედფინალაში იჭიდავებენ - გრიგალაშვილმა ჩეხი იან სვობოდა იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ბულგ...
1745579865
ახალი ამბებიმარკ რუტეს ანგარიში: ნატო და საქართველო განაგრძობდნენ პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვის გასაძლიერებლად და თავსებადობის გასაუმჯობესებლად
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ყოველწლიურ ანგარიშში ხაზგასმულია მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერ...
1745578032
საზოგადოებალევან დავითაშვილი: საქართველო და აშშ მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს სილვია სავიჩს შეხვდა. შეხვედრა აშშ...