"და თუ ღმერთი ბავშვებს არ იცავს რანაირი ღმერთია?" - რამაზ გიგაური ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიაზე წერს
ასტროლოგი რამაზ გიგაური ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს.
"პირველ რიგში ვუსამძიმრებ ნიკას და მის ოჯახს ამ საშინელ ტრაგედიას. :(
ეს ცამოწმენდილზე მეხის გავარდნაა, როცა ჰორიზონტზეც არ ჩანს ამის ალბათობა და უცბად ასეთი რამ ხდება.
ბავშვების სიკვდილი - ეს არის ის ენით გამოუთქმელი ტრაგედია, რომელსაც შეუძლებელია მოუძებნო ახსნა. ამ დროს არ იცის ადამიანმა ვისკენ გაიშვიროს ხელი - კონკრეტული ადამიანისკენ, ღმერთისკენ, ბედისწერისკენ თუ შემთხვევითობის ფენომენისკენ.
იგივე ბუჩას, ირპენის თუ უკრაინის სხვა ქალაქებსა თუ სოფლების რუსების დაბომბვების შედეგად ასობით ბავშვის გარდაცვალება. სულ ახლახან იყო, თუ არ ვცდები ოდესის დაბომბვის შედეგად სამი თვის ბავშვი გარდაიცვალა.
ადამიანს უჩნდება ქვეცნობიერი შიში, რომ ის და მისი ოჯახი ამ სამყაროში არაფრისგან დაცული არ არის.
შეიძლება ღმერთის მიმართ აგრესიაც კი გაგვიჩნდეს, თუ რატომ არ იცავს ღმერთი ბავშვებს.
ის არსებობს საერთოდ?
თუ არსებობს, რატომ არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში, თუნდაც ასეთ დროს?
და თუ ღმერთი ბავშვებს არ იცავს, რანაირი ღმერთია?
თითქოს ღმერთი ვიღაცას „იცავს“ და ვიღაცას არ „იცავს“.
ყველას გვახსოვს, შატილის ტრაგედია. ვიღაცები გადარჩნენ, უმეტესობა - ვერა.
რა მოხდა? ღმერთმა ზოგი დაიცვა და ზოგი - ვერა? არა, რა თქმა.
ადამიანი მოქცეულია ბედისწერის ჩარჩოში. როგორც არ უნდა ვუარყოთ, ეს ასეა. ეს არის რთული, აუხსნელი მატრიცა, რომელიც ძალიან წააგავს ბრმა შემთხვევას.
როდესაც მოვლენა ხდება, მერე ვხედავთ, როგორ „მიება“ ყველაფერი ერთმანეთს.
სამწუხაროდ, ადამიანები - ღმერთები არ ვართ.
ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც დაბადებას და ვერც სიკვდილს.
სახელსა და გვარსაც კი ვერ ვირჩევთ.
ეს უკვე ბედისწერაა - „დაწერილი ბედი“.
ცხადია, არსებობს ბედიც, რომელსაც ჩვენ ვქმნით - ჩვენი ყოველდღიური, ყოველწამიერი გადაწყვეტილებებით. თუმცა არსებობს რაღაც „ჩარჩო“, რომელიც იმ კონკრეტული ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ვიღაცას აქვს დიდი ფიზიკური ძალა, ვიღაცას - ინტელექტი, ვიღაცას - ბიზნესის კეთების უნარი, ვიღაცას ხატვის ნიჭი, ვიღაცას ხიფათისკენ მიდრეკილება და ა. შ.
ბედისწერა - არ ნიშნავს მის აუცილებელ რეალიზებას. ასე რომ, ბედისწერაში ჩადებული ხიფათი ყოველთვის არ რეალიზდება, ანუ ომში წასული ადამიანებიდან ყველა არ იღუპება. ხიფათში ხვდება ყველა ჯარისკაცი, თუმცა ზოგი გადარჩება, ზოგი - ვერა, სამწუხაროდ.
და მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვების სიკვდილი - ეს არის დამამუნჯებელი ტრაგედია, რომელსაც ბოლომდე ვერაფრით ახსნი.
მინდა ვუთხრა ნიკას, რომ მთელი საქართველო მის გვერდით არის და იზიარებს ამ ტრაგედიას. :(" - წერს რამაზ გიგაური.
ასევე საინტერესოა:
🔵 ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს 3 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა
1791176360
საზოგადოება2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში 5 ოქტომბრიდან იწყება
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზ...
1791147001
ახალი ამბებიკონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს. საქართველოს...
1791145457
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი, თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც, მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები
„არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები“, - გან...
1791144106
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია შუალედურ არჩევნებზე: ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა
„ქართულ ოცნებაში“ შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასეს. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას თქმით, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციას გარედან მიღებული დავალებების შე...
1791142399
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისე...





























