ალექსანდრე ასათიანი: ვგეგმავ, ვაკის მცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება

ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში ვაკის (ცენტრალური ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ასათიანი.
იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის
„მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით შევძლებ ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქალაქსა და უბანს. ვაკის თითოეული ქუჩა ჩემთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, აქ მცხოვრები ადამიანები - ახლობელი და ძვირფასი.
მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბოლო მოწვევის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ გიორგი ტყემალაძეს წლების განმავლობაში ჩვენს უბანზე ზრუნვისთვის.
ვგეგმავ, ვაკის მცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას და ჩვენი ქალაქისა და უბნისთვის მეტი სიკეთის მოტანას.
მადლობა ჩემს თითოეულ გულშემატკივარს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს!“, - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ასათიანი.
1755426893
საზოგადოებაონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს....
1755424433
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ტრამპი-პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი - ყველა იმ აგენტმა, რომელიც საქართველოს ომში ექაჩებოდა და ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!
„მშვიდობის ძიებაში“ - ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს, - წერს საპარლამენტო უმ...
1755423210
მსოფლიოპაკისტანში წყალდიდობის გამო ასობით ადამიანი დაიღუპა
2 დღის განმავლობაში პაკისტანში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 307 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ძლიერი ზიანი მიადგა ინფრ...
1755421121
მსოფლიოისრაელმა იემენი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ დედაქალაქ სანაში მდებარე ენერგოინფრასტრუქტურაზე, რომელსაც „ჰუსიტების“ რეჟიმი იყენებდა დარტყმები განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით,დარტ...
1755419881
საზოგადოებაპოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის...