მამუკა მდინარაძე: ტრამპი-პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი - ყველა იმ აგენტმა, რომელიც საქართველოს ომში ექაჩებოდა და ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!

„მშვიდობის ძიებაში“ - ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ტრამპი-პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი გაცილებით ადრე აცხადებდა, რომ საქართველო ჩრდილოვანმა ძალებმა ომისა და მშვიდობის დილემის წინაშე დააყენეს.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ყველა იმ აგენტმა, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა და ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე.
„„მშვიდობის ძიებაში“ - ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს.
ჩვენ გაცილებით ადრე, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ქართულ საზოგადოებას თამამად ვუთხარით, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა არაფორმალურმა, ჩრდილოვანმა ძალებმა, მათ მიერ მართული ბიუროკრატების ხელით, სწორედ ომისა და მშვიდობის დილემის წინაშე დააყენეს. მათივე უსიტყვო მორჩილებაში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ეგრეთ წოდებულმა მედიამ და NGO სექტორმა კი სცადა ეს ყველაფერი „ცრუ დილემად” წარმოეჩინა ქართული საზოგადოებისთვის.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი:
1. იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი?
დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
2. იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში?
დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.
3. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?
დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.
4. იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური?
რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ათიათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ.
ამიტომ, ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, რომელმაც არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა - პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!საზოგადოების ის ნებისმიერი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ მათ უჭერს მხარს, ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს, როგორ ხდება, რომ დღემდე იმ ადამიანებს ემხრობა, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო?!“, - წერს მდინარაძე.
1755417337
სპორტიქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულეს
ჩილეში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია: ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნ...
1755417017
საზოგადოებარომან გოცირიძე: ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა, ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება
ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა. მისი...
1755414995
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...
1755414905
ახალი ამბებირაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...
1755414821
საზოგადოებალიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ა...