ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ პირს დაჰპირდა, რომ თითქოს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოატანინებდა წიაღისეულს – 180 ტომარა ტორფს. სანაცვლოდ, მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ პირს 15 აგვისტოს გამოართვა თანხა და სცადა მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1755417337
სპორტიქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულეს
ჩილეში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია: ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნ...
1755417017
საზოგადოებარომან გოცირიძე: ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა, ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება
ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა. მისი...
1755414995
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...
1755414905
ახალი ამბებირაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...
1755414821
საზოგადოებალიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ა...