ალექსანდრე მეგუთნიშვილი: ჩემი ძმა მიიყვანეს [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა და განუცხადეს, წახვალ „ტოიოტას“ ცენტრში, 8 „პრადოს“ იყიდი, შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის თქმით, მისი ძმა „კუდი-ის“ შენობაში მიიყვანეს, სადაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ და მისმა უფროსმა ზურაბ ლალიაშვილმა განუცხადეს, რომ ტოიოტას ცენტრში 8 „პრადო“ უნდა ეყიდა და ეზოში დაეყენებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსანდრე მეგუთნიშვილი ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა.

„კარცერში, ფუქსებში და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდის“ შენობაში. [დავით] ლორთქიფანიძემ გამოგზავნა ორი ადამიანი ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს შეიყვანეს [ზურაბ] ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორთქიფანიძე - ლალიაშვილი არიან, ლალიაშვილს პოზა აქვს - ზის, ფეხები ულაგია მაგიდაზე, ჩემთანაც აქვს გაკეთებული, გვერდით იარაღი უდევს, ვერცხლისფერი ბერეტა შლის, აწყობს. ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ახლა აზრი არ აქვს რამეზე დავილაპარაკოთო. თბილისს ხომ იცი დიღომიო, კიო, ამან უთხრა, როგორ არ ვიციო. ახლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის „ტოიოტას“ ცენტრიო, 8 „პრადოს“ იყიდი, შავებსო, მათი ტერმინოლოგიით „ნავაროტკიანი“ უნდა ყოფილიყო რვავე, აი, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო. 4 წელს მა საქმეზე მივცემთ, ორ წელს დავუმატებთ ციხეშივეო და იქიდან „ტრუპი“ გამოვა, სხვანაირად ვერ გამოიტანთო.

ნახევარ მილიონ დოლარზე იყო საუბარი, 8 მანქანა რომ გვეყიდა. შეიძლება, ამდენი ფული არ გქონდეთ, მაგრამ მიწა გექნებათ, გაყიდეთო, დაგეხმარონ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო. უთხრა, ახლა შენ ადექი, წადი, ფული გაქვს საშოვნელიო და თუ შენ გგონია, რომ აქედან გახვალ და ან პროკურატურაში წახვალ, ან პოლიციაშიო, ეგ ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი პატიმარია და ჩვენ გვაქვს მისი განკარგვის უფლებაო. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 „პრადოს“ ყიდვას. ზუსტად ერთ კვირაში ლორთქიფანიძე თვითონ ჩავიდა წინანდალში, ჩასვა ჩემი ძმა მანქანაში და უთხრა, რა ქენი, ფული იშოვეო, ამან უთხრა, ვერ ვიშოვე და ვერც ვიშოვიო. კაი, კაი გადადი მანქანიდან და ჩვენ მივხედავთო, მე არაფერი ვიცოდი, არც ადვოკატი შემოდიოდა“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747909813

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება

„მარტივი შესაფასებელია ჯო უილსონის დამოკიდებულება და ჯო უილსონის საქმიანობა, მთავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს მცდარი, უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება“, - განუცხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1747909699

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია - იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვისთვის

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 15:00 სახეზეა ჩანიშნული. საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები იკრიბები...

ვაჟა სირაძე

1747909645

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: ეს ქმედებები არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომაც მარცხდებიან ისინი

ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არის ის პოლიტიკური ჯგუფი თუ აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს და და იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკსათან“ საგარეო სა...

მაკა ბოჭორიშვილი

1747908364

საზოგადოება

რუსუდან შარაძე: 28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო

28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ მერე 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო, გამოაცხადა უზენაესმა. ბუნებაში ა...

რუსუდან შარაძე

1747907707

საზოგადოება

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შ...

დაკავება, პოლიცია