არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები სულ უფრო მეტად ამყარებს სარჩელს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და ანა წითლიძის მიერ აფრასიძეების საქმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ დღესაც ამართლებს ამ სახის სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

„ამ დღეებში სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ ნაცმოძრაობის ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც ნაცმოძრაობის დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს. დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვნებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793120721

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება ქუთაისში იმართება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში იმართება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერ...

მიხეილ ყაველაშვილ

1793119717

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა

„ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლე...

ირაკლი კობახიძე

1793118379

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იური ვაზაგაშვილს რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება

„კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურის რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება“,...

ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს

1793115920

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ქალბატონო ქეთევან შარმანაშვილო, მოგიწევთ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვის დამტკიცება, აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი მის მიმართ ქეთევან შარმანაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ ბრალდებებს ე...

ლაშა გეგეჭკორი

1793114127

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონები და ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ახლა უკვე დიდი ინტენსივობით მიიღება თითქმის ყველა ქვეყანაში, მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი, დემოკრატია და საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს

იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომი...

ირაკლი ქადაგიშვილი