მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:
- ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი - ელისო აბრამიშვილი
- თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი - მირანდა ხაჯიშვილი
- ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ლარცულიანი
- ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნარგიზი თავართქილაძე
- თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცისანა დოლიძე
- ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - გვანცა ჭაბუკიანი
- აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი - რუსუდან ლომთაძე
- ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი - მზიური შავაძე
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი - იამზე მსხვილიძე
- ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი - დავით ნიშნიანიძე.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ღონისძიება საზეიმო კონცერტით დაიხურა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.
1793119717
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
„ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლე...
1793118379
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იური ვაზაგაშვილს რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება
„კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურის რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება“,...
1793115920
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ქალბატონო ქეთევან შარმანაშვილო, მოგიწევთ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვის დამტკიცება, აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი მის მიმართ ქეთევან შარმანაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ ბრალდებებს ე...
1793114127
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონები და ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ახლა უკვე დიდი ინტენსივობით მიიღება თითქმის ყველა ქვეყანაში, მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი, დემოკრატია და საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს
იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომი...
1793111448
სპორტიხვიჩა კვარაცხელიას ჯვარედინი იოგის აღდგენის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა!
ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის სამედიცინო ცენტრში გაუკეთდა. ოპერა...



























