არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძესი - გიგი უგულავა კახა კუჭავას გადადგომაზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ კახა კუჭავა საკმარისად „უტიფარი და ველური“ არ იყო და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ამიტომ მოუწია. 

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებები, სამეფოკარის თამაშებს ჰგავს.

„ეს ამბავი ანახებს ერთ რამეს – რა არის "ქართული ოცნების" პრიორიტეტი, ქვეყანა იქცევა, ომიკრონის ახალ ტალღას ველოდებით, ყველა პროგნოზით იანვარი და თებერვალი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმძიმესი იქნება. ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს და არ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებით იქ რაღაც პაიკების გადაადგილება მიდის.

მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, მისი დასმული ყველა ადამიანი ბაძავს მას – არაფორმალურად მართავდა ფარცხალაძე პროკურატურას, უჩა მამაცაშვილი – ბიზნესს, არაფორმალურად მართავს კობახიძე პარლამენტს. როგორც ჩანს, კუჭავა არასაკმარისად უტიფარი აღმოჩნდა, არასაკმარისად მკაცრი.

რასაც ვვარაუდობ, ერთადერთი რაც შეიცვლება, კობახიძე ოპოზიციის დეპუტატებს ნაკლებად მისცემს ნებართვას მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ, ეს თავმჯდომარეს ეხება...

კახა კუჭავა ცდილობდა ადამიანური სახის შენარჩუნებას, დიპლომატებთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც ჰქონოდა. ანუ არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძესი და ახლა დანიშნა თავისავით უკეთესად ადმინისტრირებადი“, – ამბობს, გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შორს არსად მივდივარ - კახა კუჭავა

🔵რა ქონებით მოვიდა და მიდის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავა?

🔵პარლამენტში კახა კუჭავას, გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791972495

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1791971349

ახალი ამბები

ვატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...

რომის პაპი

1791967550

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა

საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...

დავით მათიკაშვილმა.

1791964853

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ

„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...

არჩილ გორდულაძე

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი