არჩილ გორდულაძე: ევროკომისრებმა რუკას დახედონ, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

მარტა კოსი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებს, როცა წუხს, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელი აღარ არის, „შავი ფული“ შემოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირ გზას ეძებენ, როგორმე „შავი ფული“ შემოიტანონ, რომელიც შემდეგ ქვეყანაში ძალადობებში, აქციებსა და ქსენოფობიური კამპანიების საწარმოებლად არის გამოყენებული.

„მარტა კოსი ამაზე წუხს და ამ კონტექსტში ყოველთვის საქართველოს ახსენებს, მაგრამ ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ ჩატარებული კვლევით, თუ გამოქვეყნებული ანგარიშებით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, თუნდაც მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, ამაზე არ საუბრობს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მათთვის არავითარი ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს საქართველო და რა ნაბიჯებს დგამს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. მათთვის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა. მაშინ, როდესაც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებული, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში უნდა ისაუბრონ, მაშინაც კი, როდესაც გეოპოლიტიკის, გეოგრაფიის და რუკის წინააღმდეგ მიდიან ხოლმე. ევროკომისრები საქართველოზე არ საუბრობენ და მაშინ, როცა ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებს შორის სამიტი იმართება, აქაც საქართველო ავიწყდებათ ხოლმე – ვურჩევთ, რუკას დახედონ და კიდევ ერთხელ გაითავისონ, რომ მათი ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი. როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში, კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787743748

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„ყველა ის პროექტი და ქველმოქმედება, რომელიც ერისკაცმა განახორციელა, ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს გაძლიერებას, წინაპრების დანატოვარის გადარჩენას, მომავალი თაობებისთვის სიწმინდეების, ტაძრები...

დიმიტრი სამხარაძე

1787742275

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში მოუძღოდა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი რაც გაავრცელეს და მეორე თითქოს მათ მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და გან...

არჩილ გორდულაძე

1787738641

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ვიდრე მარტა კოსი ბრიუსელის ფანჯრიდან გამოიხედება და მხოლოდ მონტენეგროს დაინახავს, სჯობს, საქართველოში ჩამოვიდეს, საოკუპაციო ხაზზე წავიდეს, ნახოს, რა რისკების წინაშეა ქვეყანა

მგონი, მარტა კოსისთვის საქართველო საერთოდ არ არსებობს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ისე დაფრინავს, შეიძლება, ვერც ხვდება, რომ საქართველოს უნდა გადაუფრინოს. მისგან გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ პარლა...

ლევან მახაშვილი

1787738390

სპორტი

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს. გასვლით მატჩებზე „ჯვაროსნების“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბი...

საქართველოს ნაკრები

1787735641

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს...

ირაკლი კობახიძე