არჩილ გორდულაძე გახარიაზე: ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას

 ბატონ გიორგი გახარიას ძალიან გაუგრძელდა შეხვედრები. ნამეტანი მოუცლელი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ახლა და ელემენტარულად თავისი გუნდის წევრებს დაელაპარაკოს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ. გორდულაძე გახარიას „მშიშარა ადამიანს“ უწოდებს.

„ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას. მისი გუნდის წევრები სად გაიქცევიან და სად ვის ეახლებიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლაც არ არიან ეს ადამიანები მზად, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკონ, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვთ. თავიანთ პატრონებთან წავლენ და შეეცდებიან, რომ გარედან გააკეთებინონ განცხადებები, ერთ ნარატივზე დასხდნენ, ისევ ცრუ კამპანიები აწარმოონ“, - აცხადებს გორდულაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755162853

საზოგადოება

დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება

 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველ...

ქუთაისი-ვენეცია

1755162332

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ინგერ ანდერსენს შეხვდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი კომიტეტის...

ნინო თანდილაშვილი

1755160481

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას

 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ს...

გიორგი ჯინჭარაძე

1755158264

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: მადლობა ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით

 საქართველოს ნაკრების და „პსჟ-ის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების და თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობას გეტყვით ყველას...

ხვიჩა კვარაცხელია

1755158199

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარა...

თანდაშვილი