გიორგი ჩაკვეტაძე: გიგი კალანდაძე მშვიდობის არჩევას დიდ შეცდომად ასახელებს - ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური „ნაცის“ სახეა, არამედ ზუსტად ახასიათებს „დიფ სთეითის“ პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი - ომი

გიგი კალანდაძის ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური ნაცის სახეა, არამედ ის ზუსტად ახასიათებს „დიფ სთეითის“ პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი - ომი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ვინც აირჩია მშვიდობა რუსეთთან, მან დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა“.
ჩაკვეტაძის განცხადებით, კალანდაძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობას სამარცხვინოდ მიიჩნევს და მონობას უწოდებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, 2024 წლის არჩევნების მსგავსად, ახლაც "ქართული ოცნების" კლიპს განიხილავს, იმის ნაცვლად, რომ ხვალ, ალასკაზე გასამართი შეხვედრით იყოს დაკავებული.
„გიგი კალანდაძის ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური ნაცის სახეა, არამედ ის ზუსტად ახასიათებს დიფ სთეითის პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი - ომი...
ეს ადამიანი, რომელიც უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობას სამარცხვინო განაცხადად და მონობად მოიხსენიებს. უფრო მეტიც, მშვიდობის არჩევას ძალიან დიდ შეცდომად ასახელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, ალასკაზე ხვალ გასამართი სამიტის საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ, ქართული ოცნების საარჩევნო კლიპის დაგმობისთვის მოიცალეს. შემდეგ, თავიანთი ადგილობრივი წარმომადგენლებიც აჰყვნენ. ზუსტად ისე, როგორც 2024 წლის არჩევნებზე.
დიახ! ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობა, ეროვნული ღირებულებები, სახელმწიფოს განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას. ამას ასახავს ჩვენი კლიპიც.
მჯერა, 4 ოქტომბერს ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.
1755169070
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე გახარიაზე: ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას
ბატონ გიორგი გახარიას ძალიან გაუგრძელდა შეხვედრები. ნამეტანი მოუცლელი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ახლა და ელემენტარულად თავისი გუნდის წევრებს დაელაპარაკოს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კ...
1755168167
საზოგადოებამათიკაშვილი: რადიკალებს არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია
„რადიკალებს თვითმმართველობის არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ, საერთო კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ქვეყნის სიძულვილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დ...
1755166638
საზოგადოებამებაჟე ოფიცრებმა 750 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალ...
1755164645
საზოგადოებაძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 63% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ა...
1755162853
საზოგადოებადეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველ...