არჩილ კალანდია: მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება იქნება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ანკარას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ბატონ ერდოღანთან, ასევე თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან, - განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ.
როგორც ელჩმა მედიასთან განაცხადა, შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ლოგისტიკის მიმართულებებით.
„თურქეთი არის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საქართველოსთვის და ასევე უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საუბრების დროს იქნება ურთიერთობების გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. საქართველო თურქეთთან ერთად ასევე არის ტრანსკასპიური დერეფნის ე.წ. შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო და მნიშვნელოვანია რომ ამ კონტექსტში, შუა დერეფნის კონტექსტში გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან“,- აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.
1754984460
საზოგადოებაკახა კალაძე: საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გან...
1754984354
ახალი ამბებიპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყ...
1754982872
საზოგადოებაკახა კალაძე: არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია
დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ი...
1754982056
საზოგადოებანინო წილოსანი: აბსოლუტური გამარჯვებისთვის ვემზადებით
ვემზადებით აბსოლუტური გამარჯვებისთვის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას კიდე...
1754981997
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ
კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. [მერობის თითოეული კანდიდატი] განმსჭვალულია ამ თვისებებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატის...