საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარაში მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ესენბოღას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.
დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1754986121
საზოგადოებაცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით....
1754985718
მსოფლიოდონალდ ტრამპი ფაშინიანსა და ალიევზე: ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ახლა მისი კარგი მეგობრები არიან. თეთრ...
1754984679
საზოგადოებაკახა კალაძე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე: რეგიონში დღეს ისე როგორც არასდროს, უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კა...
1754984460
საზოგადოებაკახა კალაძე: საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გან...
1754984354
ახალი ამბებიპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყ...