ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
როგორც ცესკოში აღნიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე იყოს ადმინისტრირებული.
„საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროცედურები და ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, პერიოდულად იმართება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
შევახსენებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული პროცესის დაკვირვებითა და გაშუქებით, დროულად გაიარონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.
აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის წარმომადგენლებისთვის 29 სექტემბერია (18:00 სთ.). რეგისტრაციის მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას განაცხადის წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიაში 24 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით შეუძლია, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კი ცესკოს 27 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ. აკრედიტაცია/რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს - www.cesko.ge ან დაგვიკავშირდით კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51-00-51“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია აკრედიტაციის შესახებ იხილეთ: cesko.ge.
1754984354
ახალი ამბებიპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყ...
1754982932
საზოგადოებაარჩილ კალანდია: მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება იქნება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ანკარას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ბატონ ერდოღანთან, ასევე თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგან...
1754982872
საზოგადოებაკახა კალაძე: არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია
დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ი...
1754982056
საზოგადოებანინო წილოსანი: აბსოლუტური გამარჯვებისთვის ვემზადებით
ვემზადებით აბსოლუტური გამარჯვებისთვის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას კიდე...
1754981997
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ
კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. [მერობის თითოეული კანდიდატი] განმსჭვალულია ამ თვისებებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატის...