კახა კალაძე: საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და სოფელს ეხება.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს და საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკავშირდება თითოეულ ქალაქს, რაიონს, სოფლებს, კონკრეტულ ოჯახებს. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. თბილისზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუ რა პროექტები განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს ბევრი პრობლემა, გამოწვევები. გვაქვს სრული მზაობა, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა, ქალაქები, სოფლები უკეთესობისკენ; კიდევ უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„კანდიდატებს რაც შეეხება, მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, თითოეული ქართველის ინტერესს. რა თქმა უნდა, საზოგადოება, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენთან, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. პარალელურად, საჭიროა ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1754984354
ახალი ამბებიპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყ...
1754982932
საზოგადოებაარჩილ კალანდია: მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება იქნება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ანკარას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ბატონ ერდოღანთან, ასევე თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგან...
1754982872
საზოგადოებაკახა კალაძე: არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია
დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ი...
1754982056
საზოგადოებანინო წილოსანი: აბსოლუტური გამარჯვებისთვის ვემზადებით
ვემზადებით აბსოლუტური გამარჯვებისთვის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას კიდე...
1754981997
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ
კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. [მერობის თითოეული კანდიდატი] განმსჭვალულია ამ თვისებებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატის...