არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას „ომიკრონისგან“ - თენგიზ ცერცვაძე

კარგი ის არის, რომ ჯერჯერობით არ არის მონაცემები, რომ ახალი შტამი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და სასიკვდილო დაავადებას, უფრო მეტიც, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, სიკვდილი ამ შტამისგან არ დაფიქსირებულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს „ომიკრონზე“ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“, თუმცა „ომიკრონის“ საფრთხეებზე საუბარი გაზვიადებულია.

„შემდეგი და ყველაზე საინტერესო – გვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან, ამაზე ძალიან ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას ამ შტამისგან, ან დაგვიცვას ნაწილობრივ, თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მუტაციები მთლიანად არ გამოთიშავს ვაქცინის შედეგად ინდუცირებული იმუნიტეტის დამცავ თვისებებს ამ ვირუსის მიმართ და ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დაგვიცავს, ან ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს.

კარგი არ არის, როცა ახალი შტამი ჩნდება, რადგან ახალ გამოწვევებთან გვიხდება შეჭიდება, მაგრამ ამ შტამთან დაკავშირებით პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ამ შტამთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბარიც არის გაზვიადებული და მკვეთრად გაზვიადებული. თუ ეს შტამი საქართველოში გავრცელდება და ალბათ, რაღაც დროს გავრცელდება, შესაძლოა, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, არ მოიმატებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის რაოდენობა, მითუმეტეს, რომ ჩვენ ის მედიკამენტები გვაქვს არსენალში, რომლის მიმართაც ეს შტამი მგრძნობიარეა. ამიტომ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ დრამატულად არაფერი ცუდისკენ არ შეიცვლება, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.

წყარო: იმედინიუსი

ასევე წაიკითხეთ:

🔵იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ე.წ. მწვანე პასპორტზე

🔵ეს ბავშვებს ჭირს 15,18, 19 წლის ბავშევბს !!! ნარკოტიკზე დამოკიდებული უმძიმესი ფორმებია - ნარკოლოგი

🔵46 გარდაცვლილი და კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა საქართველოში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792473241

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

რამდენიმე ევროპულ ქალაქში განვითარებულ პროცესებს - არეულობას, დემონსტრაციებს და პოლიციას შორის დაპირისპირებას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792470967

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...

ამინდი ამინდი

1792442634

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „დებატების“ ეთერში განმარტა, რასთან არის დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792442043

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარი პრობლემა და წყალგამყოფი არის 2024 წელი, როდესაც ევროკავშირმა და მისმა წამყვანმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არ აღიარებდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „დებატების“ ეთერში აცხადებს, რომ ქვეყნის უმთავრესი ამოცანები ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,...

ნიკოლოზ სამხარაძე

1792441257

ახალი ამბები

ზაზა დობორჯგინიძე: დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზით ცდილობენ

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნიკა ობოლაძის განცხადებას: „პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე...

ზაზა დობორჯგინიძე