ნიკოლოზ სამხარაძე: პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „დებატების“ ეთერში განმარტა, რასთან არის დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ეს 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ისინი არცერთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობენ არეულობის შექმნას.

„პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ 2016 წლის არჩევნებში, 2020 წლის არჩევნებში, 2024 წლის არჩევნებში ამ პარტიებმა არც ერთხელ არ აღიარეს არჩევნების შედეგები, ნუ ზოგიერთები მანამდე საერთოდ არც არსებობდა. ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ხომ იყვნენ, 2026 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, 2020-შიც და 2024-შიც მიიღეს მონაწილეობა. არცერთ შემთხვევაში მათ არჩევნების შედეგები არ აღიარეს. უნდოდათ, გამოსულიყვნენ ქუჩაში და ცდილობდნენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სიმძიმის დემონსტრაციებით მოეწყოთ არეულობა, თუ გამოუვიდოდათ, მოეწყოთ გადატრიალება, თუ არ გამოუვიდოდათ, ნუ, ყოველ შემთხვევაში ქვეყანაში შეექმნათ არეულობა. ეს იყო მათი მთავარი ამოცანა, ხომ? და როდესაც პარტია სისტემურად არ აღიარებს არჩევნებს, ეს რომ იყოს ერთჯერადი შემთხვევა და რომ ამას ჰქონდეს რაღაცა საფუძველი იქ, ან, ვთქვათ, არასწორად ჩატარდა არჩევნები, ან გაყალბდა და ასე შემდეგ, კიდევ შეიძლება რაღაც გამართლება მოუძებნო, მაგრამ როდესაც სამჯერ ზედიზედ პარტია არ აღიარებს არჩევნებს, არ შემოდის პარლამენტში და მერე ძალით, ხან ვიღაცის ჩართვით, აი, ვინ ჩართო ბატონო იაგო, ევროპელი ელჩები მაშინ. ელჩებიც და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები, რომ ეს პარტიები შემოეყვანათ პარლამენტში. გახსოვთ თქვენ ეს ამბავი, თქვენ თვითონაც იყავით ჩართული ამ პროცესში. და აი, ეს არის სწორედ პრობლემა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამ პარტიების აკრძალვაზე გაიმართება საკონსტიტუციო მსჯელობა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792434070

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ძალადობას, მაგრამ იმ რეალობასთან როცა გაავლებ პარალელს, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ

„რასაკვირველია, არცერთ შემთხვევაში ძალადობას ან ძალადობის პროვოცირებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როდესაც იმ რეალობასთან პარალელს გაავლებ, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მც...

გია ვოლსკი

1792431293

მსოფლიო

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს. „ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტ...

ალექსანდრ დობრინდტი

1792428748

მსოფლიო

ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ტურნე დაიწყო

„საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობის, ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და ს...

ემანუელ მაკრონი

1792426619

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია. Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში გან...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1792425920

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული

„შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს, დღეს უკვე კრიზისშია გადასული“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის...

ირაკლი ქადაგიშვილი