ბავშვი ყველგან ხედავს აგრესიას, არავის უსაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის, დასაწყები არის ტელევიზიებიდან - დეკანოზი შალვა კეკელია

​​დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებასა და ოჯახში მომძლავრებული აგრესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვებს მძიმე გარემოში უხდებათ ცხოვრება, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„აგრესია გლობალური თემაა, რომელიც სახელმწიფომ გლობალურად უნდა განიხილოს.

არავის უსაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის აგრესია, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის. ჩემი აზრით, არის დასაწყები ტელევიზიებიდან.

ტელეგადაცემებში მუდმივი დაპირისპირებაა ადამიანებს შორის. ამას ხომ ბავშვი ხედავს?! ყველგან ბავშვი ხედავს აგრესიას. ოჯახში ხედავს აგრესიას, დედასა და მამას შორის დაპირისპირებას. მშობელი შვილს სულ აკრძალვით ელაპარაკება. ეს ბავშვებში ძალიან ცუდ მუხტს ტოვებს.

ბავშვი ხედავს, რომ მშობელი სულ ეუბნება: „ადექი დროზე!“ „დროზე ჩაიცვი!“ ​ამას ეუბნება ყვირილით. დილა იწყება ყვირილით. მშობელს ეჩქარება, სამსახურში უნდა გაიქცეს. ის ბავშვზე დილიდანვე ახდენს ზეწოლას.

დილა იწყება ყვირილით და ჩხუბით, არ იწყება მოფერებით, სითბოთი, სიყვარულით. ადამიანებს არ გვყოფნის იმის ძალა, რომ ჩვენს შვილებს თვითონ დაველაპარაკოთ. ადვილია, ბავშვს ყურზე მოქაჩო, უცებ ჩააცვა, რაღაც უცებ გააკეთებინო.

იმის ახსნას, თუ როგორი მნიშვნელოვანია დილით ადრე ადგომა, დრო სჭირდება. ჩვენ ეს დრო არ გვაქვს სამწუხაროდ და ეს იწვევს ამ ყველაფერს. ბავშვი დილიდანვე უკვე აგრესიულია.

მთელი დღე მშობელს არ სცალია შვილისთვის. არ არის დრო, რომ მშობელი შვილს ესაუბროს, დაუჯდეს შვილს და ელაპარაკოს ძალიან თბილად. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ერთიანად. ეს ყველაფერი არის ერთობლივად მოსაგვარებელი.

საიდან იწყება ადამიანის აღზრდა? ​ადამიანის აღზრდა იწყება ოჯახში. ოჯახი არის უმთავრესი. მეორე არის სკოლა და ის გარემო, სადაც ადამიანი ტრიალებს.

შვილს ყოველთვის ტკბილად ვერ დაელაპარაკები, ზოგჯერ გვიწევს საყვედურის თქმა. შვილს უნდა მოექცე ისე, როგორც ღმერთი გექცევა შენ.

ღმერთი შენზე განსაცდელებს არ უშვებს ხოლმე? რამდენი განსაცდელი დაუშვია. ამ განსაცდელებით გზრდის ის, ეს განსაცდელი ტკივილთან ასოცირდება ხშირად. განსაცდელი ისეთი რამეა, რომ შენ​ რაღაც გეკრძალება ხშირად. ზოგჯერ ამაზე უარის თქმა ძალიან რთულია, რადგან რაც გეკრძალება გსიამოვნებს. თუმცა, რაც გსიამოვნებს არ არის ზოგჯერ მისაღები ადამიანისთვის", - განაცხადა შალვა კეკელიამ.

წყარო:  საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემა „განთიადი“.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754155171

ახალი ამბები

ავტობანზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა

 გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი. მო...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი

1754149225

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

 გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...

გამსახურდია

1754146379

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს

 არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...

გიორგი კალანდარიშვილ