ბექა მენთეშაშვილი: ვიყო ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა - გპირდებით, რომ თქვენი ხმა იქნება ჩემი ხმა, თითოეული თქვენი პრობლემა - ჩემი და ჩემი გუნდის პრობლემა

მოგესალმებით, ძვირფასო ვაზისუბნელებო და VIII ლეგიონის მცხოვრებლებო! ვიყო ისნის რაიონის (ვაზისუბნის, VIII ლეგიონის) მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ვაზისუბანი არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, - წერს ბექა მენთეშაშვილი სოციალურ ქსელში.
მენთეშაშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის ნდობისთვის.
„აქ ვისწავლე ერთობის და თანადგომის ფასი. ჩემი მიზანია, ჩვენს უბანში შევძლოთ მრავალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რათა ვაზისუბანი და VIII ლეგიონი გახდეს თბილისის ერთ-ერთი ლამაზი და პრესტიჟული უბანი!
გპირდებით, რომ თქვენი ხმა იქნება ჩემი ხმა, თითოეული თქვენი პრობლემა ჩემი და ჩემი გუნდის პრობლემა. მზად ვარ, მთელი ძალით ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს რაიონს და თითოეულ თქვენგანს.
მადლობა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მეტი სიკეთე თბილისს!“ - წერს მენთეშაშვილი.
1755246014
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა....
1755245095
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების დაწყება იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწი...
1755241386
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პარიზის საარბიტრაჟოს რომ დაეკმაყოფილებინა ხაზარაძის მოთხოვნა, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველაფრის ფონზე ის მაინც აგრძელებს იგივე რიტორიკას
მას [მამუკა ხაზარაძეს] იმგვარად ჰქონდა პარიზის საარბიტრაჟოში სარჩელი შეტანილი, მისი მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველ...
1755241304
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძვ...
1755241166
საზოგადოებასაპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკ...