პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“ (3,4 - მეთილენდიოქსიმეტაფეტამინი) წონით 4,41548 გრამს.
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1755253972
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ახალციხეში კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, კომპანიის „მესხეთის მეფრინველეობა“ საქმიანობას გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს...
1755253170
საზოგადოებავაჟა კოკაია: დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში - მოსახლეობის თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება იქნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილის ოლქში, - წერს ვაჟა კოკაია სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, მოსახლ...
1755253105
საზოგადოებაკახაბერ ლაბუჩიძე: მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, დღეს გვაქვს მშვიდობა, რამაც ჩვენს ქალაქს მისცა მეტი განვითარების შესაძლებლობა, გარწმუნებთ, ეს აღმშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება
მაქვს პატივი, კვლავ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში (ავლაბარი, მეტრომშენი, ელია). დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვ...
1755252989
საზოგადოებაგივი ჩხარტიშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ, რაც მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს დიდუბის რაიონს და დედაქალაქს
ჩემო დიდუბელებო! კვლავ მაქვს პატივი, ვიყო დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი და აღნიშნავს,...
1755252738
საზოგადოებაშოთა ქევხიშვილი: ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, წარდგენილი ვიყო დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად საკრებულოში! თქვენი მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ მეტი სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს უბანს
თქვენი მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ, მეტი სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს უბანს და მის თითოეულ ეზოს მეტი სიცოცხლე შევძინოთ! - წერს დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ქევხიშვილი სო...