მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე.
მათ შორის არიან - იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1755246014
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა....
1755245095
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების დაწყება იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწი...
1755244999
საზოგადოებაბექა მენთეშაშვილი: ვიყო ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა - გპირდებით, რომ თქვენი ხმა იქნება ჩემი ხმა, თითოეული თქვენი პრობლემა - ჩემი და ჩემი გუნდის პრობლემა
მოგესალმებით, ძვირფასო ვაზისუბნელებო და VIII ლეგიონის მცხოვრებლებო! ვიყო ისნის რაიონის (ვაზისუბნის, VIII ლეგიონის) მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ვაზისუბანი არის ადგ...
1755241386
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პარიზის საარბიტრაჟოს რომ დაეკმაყოფილებინა ხაზარაძის მოთხოვნა, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველაფრის ფონზე ის მაინც აგრძელებს იგივე რიტორიკას
მას [მამუკა ხაზარაძეს] იმგვარად ჰქონდა პარიზის საარბიტრაჟოში სარჩელი შეტანილი, მისი მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველ...
1755241166
საზოგადოებასაპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკ...