ირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების დაწყება იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის ახორციელებს.
მისი თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა „ალიბაბას“ შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, რომელიც ქართული საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, პრემიულ კატეგორიაში განთავსებას გულისხმობს, მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის.
„საქართველოს მთავრობის მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ექსპორტის ხელშეწყობა. წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხარეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელი ჩამოყალიბდა იმ პროგრამებისა და ხელშემწყობი ინსტრუმენტების, რომლებსაც, ძირითადად, პლატფორმის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩვენს ექსპორტიორებს ვთავაზობთ - ეს არის გამოფენებში მონაწილეობა, ტექნიკური დახმარებები, საგრანტო პროგრამები თუ სხვადასხვა სახის ტრენინგები. ამ ეტაპზე ვაფართოებთ იმ სპექტრს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ექსპორტიორებისთვის და ისინი Alibaba.com-ზე პროდუქციის განთავსებას შეძლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
Alibaba.com-ზე, პირველ ეტაპზე, 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით - ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
1755246014
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა....
1755244999
საზოგადოებაბექა მენთეშაშვილი: ვიყო ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა - გპირდებით, რომ თქვენი ხმა იქნება ჩემი ხმა, თითოეული თქვენი პრობლემა - ჩემი და ჩემი გუნდის პრობლემა
მოგესალმებით, ძვირფასო ვაზისუბნელებო და VIII ლეგიონის მცხოვრებლებო! ვიყო ისნის რაიონის (ვაზისუბნის, VIII ლეგიონის) მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ვაზისუბანი არის ადგ...
1755241386
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პარიზის საარბიტრაჟოს რომ დაეკმაყოფილებინა ხაზარაძის მოთხოვნა, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველაფრის ფონზე ის მაინც აგრძელებს იგივე რიტორიკას
მას [მამუკა ხაზარაძეს] იმგვარად ჰქონდა პარიზის საარბიტრაჟოში სარჩელი შეტანილი, მისი მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველ...
1755241304
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძვ...
1755241166
საზოგადოებასაპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკ...