ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

„დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.

ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.

გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748542620

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით

ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...

ირაკლი კობახიძე

1748541689

ახალი ამბები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...

პოლიტიკოსი ნიკა მელია

1748540111

მსოფლიო

იანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...

იანოშ ბოკა

1748538627

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....

ანრი ოხანაშვილი

1748535182

ახალი ამბები

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე

„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი