მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ გავრცელებულ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი მცდელობები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ქვეყნის ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოს იზოლაციის შესახებ ნარატივის შექმნასა და დამკვიდრებას გარკვეული პოლიტიკური ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ.
„ეს ძალისხმევა დღესაც გრძელდება როგორც ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან თუ ოპოზიციის მხრიდან, ისე გარკვეული აქტორების მხრიდან ქვეყნის გარეთ, თუმცა ეს არის აბსოლუტურად უშედეგო ძალისხმევა, აბსოლუტურად გაუმართლებელი და არანაირი მნიშვნელობა მას არა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესს აგრძელებს და ოპოზიციისა და გარკვეული ძალების მხრიდან წარმოებული კამპანია ამ კურსს ვერ შეცვლის.
„ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი ინტერესების დასაცავად და ეს ძალისხმევა, რაც მოდის ოპოზიციისა და გარკვეული ძალების მხრიდან, ვერ შეუშლის ხელს საქართველოს“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
1794325945
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...
1794325582
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...
1794323319
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...
1794322384
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794321103
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განა...






























