ჩარლზ III: ღრმა მწუხარებით შევიტყვე ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.

„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.

გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774172584

საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს

გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა...

მოსაყდრე შიო

1774171885

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა. მსახურებაა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტ...

სამება სამება

1774171239

საზოგადოება

პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სიონის ტაძართან მოქალაქეები შეიკრიბნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სიონის ტაძართან მოქალაქეები მოქალაქეები შეიკრიბნენ. უწმინდესს დღეს, 22 მარტს სიონის სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია...

სიონი და ხალხი

1774168231

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება დაიწყო - მსახურებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, მიტროპოლიტ შიოსა და წმ. სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს. მსახურებას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდ...

ბართლომეოსი

1774167322

საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. მან ილია II-ის სასახლე გვირგვინით შეამკო. კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომ...

 პატრიარქი ბართლომეოს I