"ჩემი გადაცემა "რუსთავი2"-ზე მოულოდნელად დახურეს, მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, გაგეცინებათ" - რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი გადაცემა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე დახურეს:

"ჩემი გადაცემა Uruskesi • ურუსკესი, რომელიც Rustavi 2 • რუსთავი 2-ზე გადიოდა და რომლის მეორე სეზონი დამტკიცებული, მზადება დაწყებული და ჩაწერის დღე დანიშნული იყო, მოულოდნელად ჰოპპ დაიძახეს და დახურეს 🤷🏻‍♀️ მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, გაგეცინებათ, ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღე სხვა შემოთავაზება რ2-ისგან, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ვითანამშრომლო რუსთავი 2-თან! 

ჩემი მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს - გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძეს, რომლებთანაც 2015 წლიდან ვმუშაობდი და ბევრი რამ მასწავლეს.

დავყვებოდი და დამატარებდნენ ყველგან, სადაც მიდიოდნენ, წავიყვანე ყველა საერთაშორისო, დიდი მეგა-შოუ სწორედ მათი წყალობით, შესაბამისად, ვთვლი, რომ რადგან ამდენის საშუალება მომცეს თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩემით!!!

დიდი მადლობა მათ და მთლიანად ნოვა პროდაქშენის გუნდს!  

გრძელ ცხვირა და თმა გაშლილი  თქვენი რუსკა მაყაშვილი! P.S ცალკე უდიდესი მადლობა ჩემს ნატალიას და მაგდას",- წერს მაყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ეს აღიარება უამრავ ვარსკვლავს არ ღირსებია - თუკი ვინმე ვარსკვლავი იყო ფეხბურთში, ყველამ დადებითად შეაფასა ხვიჩას თამაში" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747332751

საზოგადოება

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია

 „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, - ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ავრცელებს. „დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერან...

კახა კალაძე

1747328841

საზოგადოება

პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმ...

მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა

1747328040

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პ...

კომისია

1747326743

საზოგადოება

eTN: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში

 გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წ...

 ზურაბ პოლოლიკაშვილი

1747324736

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

 აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლი...

აფხაზეთის მთავრობა